დეკორატიული ბალიში
ოთახის ვიზუალის განახლება ძალიან მარტივია - დაამატე რამდენიმე მცირე, მაგრამ ეფექტური დეტალი და მთელი სივრცე გარდაიქმნება. სწორად შერჩეული დეკორატიული ბალიშები სივრცეს ახალ ფერებსა და ფაქტურებს მატებს. ტექსტურების თამამი კომბინაცია ოთახს ვიზუალურ სიღრმეს აძლევს და ინდივიდუალურ ხასიათს სძენს. დაუწყვილე, მაგალითად, დივანის, სავარძელის ან საწოლის გადასაფარებლის ხორკლიან ან პიკე ზედაპირს გლუვი ან ფოჩებიანი ბალიში (ან პირიქით). ასეთი კომბინაცია სივრცეებს ბევრად უფრო საინტერესოს ხდის.
თუ ინტერიერში ვიზუალური აქცენტების დასასმელად მსგავსი დეტალების დამატება გსურს, გაეცანი ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს დეკორატიული ბალიშების არჩევანს. ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილია ცნობილი ევროპული ბრენდების Madam Stoltz, Boltze და ა.შ. ავთენტური პროდუქცია. ბამბის, ხავერდისა თუ სელისგან დამზადებული გემოვნებიანი დეკორატიული ბალიშები ნებისმიერი სტილის ინტერიერის დიზაინისთვის საინტერესო დამატება გახდება.
შეიძინე ორიგინალური დიზაინის, ფერადი დეკორატიული ბალიში ონლაინ
თუ სივრცეში მეტი დინამიკის შეტანა გსურს, შეგიძლია სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფაქტურის მოდელები გამოიყენო. რაც უფრო დიდია კონტრასტი, მით უფრო ინდივიდუალისტურად და სამახსოვროდ გამოიყურება კომბინაცია.
მაგალითად, თუ პატარა მისაღები ოთახია, სადაც ბევრ ნივთს ვერ დადგამ, შეგიძლია დიზაინი დეკორატიული ბალიშებითა და რბილი პლედით გაამდიდრო. ეს ერთი მხრივ სამახსოვრო ვიზუალურ ეფექტს შექმნის და, მეორეს მხრივ კი მოსასვენებელ ზონას უფრო ფუნქციურსა და მყუდროს გახდის.
დეკორატიული ბალიში ასევე შესანიშნავი ელემენტია საძინებელში დამატებითი ფერების შესატანად. დააწყვილე ხალასი და ცოცხალი ფერები ნეიტრალური სტილის საოჯახო თეთრეულთან ან საწოლის გადასაფარებელთან და ოთახში უცებ შექმნი უფრო მყუდრო და მდიდრულ ატმოსფეროს.
ჩვენს ვებსაიტზე შოპინგი მაქსიმალურად გამარტივებულია. დაათვალიერე სრული ტექსტილის კოლექცია და შემატე შენი სახლის ინტერიერს მეტი საინტერესო, ორიგინალური დეტალი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
მოსახერხებელი ფილტრების სისტემის დახმარებით სულ ხუთი წუთიც კი საკმარისია საინტერესო ფორმის, თამამი ფერების და საინტერესო დიზაინის ტექსტილის აქსესუარების საპოვნელად, რომლებიც შენს ინტერიერს სრულად გარდაქმნის. შეძენილ ნივთებს კი ჩვენი კურიერი სრულიად უფასოდ მოგიტანს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე.