მამაკაცის ფეხსაცმელი Dressup.ge-ზე

Dressup.ge-ზე მამაკაცის ფეხსაცმლის მრავალფეროვან კოლექციას აღმოაჩენთ, რომელიც ნებისმიერი გემოვნების ადამიანს ერგება. 

ჩვენთან კაცის ფეხსაცმლის ონლაინ შეძენა მარტივი და კომფორტულია. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლეთ მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით.

ბრენდებისა და სტილის მრავალფეროვანი არჩევანი

აქ დაგხვდებათ მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდები, როგორებიცაა, Lacoste, Gant, Vans, Adidas (ადიდასი), Nike, Reebok, Calvin Klein, Tommy Hilfiger (ტომი ჰილფიგერი), Wrangler და სხვა. 

აღნიშნულ კატეგორიაში დაგხვდებათ:

სპორტული ფეხსაცმელი: კომფორტული ბოტასები და კედები ყოველდღიური სტილისა და აქტიური ცხოვრებისთვის;

კლასიკური მოდელები:  მამაკაცის ელეგანტური ლოფერები და ტყავის ფეხსაცმელები, რომლებიც იდეალურია საქმიანი შეხვედრებისა თუ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.

სეზონური ფეხსაცმელი: სანდლები და ჩუსტები ზაფხულისთვის, მამაკაცის ბათინკები კი ზამთრის სეზონისთვის.

სალაშქრო ფეხსაცმელი: გამძლე და ფუნქციური მოდელები რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის.

როგორ შეარჩიოთ სწორი მოდელი?

ფეხსაცმლის არჩევა თქვენს საჭიროებებსა და სტილზეა დამოკიდებული. საქმიანი შეხვედრისთვის კლასიკური მოდელები გამოგადგებათ, ხოლო აქტიური ცხოვრებისთვის — ადიდასის, ნაიკის ან რიბოკის ბოტასები

სრული სტილის შესაქმნელად, შეგიძლიათ ფეხსაცმელს ტანსაცმელი და აქსესუარები ჩვენი კოლექციებიდან შეუხამოთ, რაც ონლაინ შოპინგის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

მამაკაცის ფეხსაცმლის მოვლის წესები

ახალმა ფეხსაცმელმა პირვანდელი სახე დიდხანს რომ შეინარჩუნოს, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები:

ნატურალური ტყავი: გამოიყენეთ ტყავისთვის განკუთვნილი საწმენდი ქაფი და ჯაგრისი. ელასტიურობის შესანარჩუნებლად პერიოდულად წაუსვით დამატენიანებელი საცხი.

ზამში და ნუბუქი: გაწმინდეთ სპეციალური ჯაგრისით. ლაქებისგან დასაცავად და ფერის შესანარჩუნებლად გამოიყენეთ წყალგაუმტარი სპრეი.

ტექსტილი: გამოიყენეთ ტექსტილის საწმენდი საშუალებები და რბილი ღრუბელი. არ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში.

ტყავის შემცვლელი: გაწმინდეთ რბილი ქსოვილითა და შესაბამისი საწმენდი სითხით. ელასტიურობის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური საცხი.

გაფრთხილება: არ გააშროთ ფეხსაცმელი მზეზე ან გამათბობელთან ახლოს. 

გამოიყენე „მოირგე“ სერვისი

ონლაინ შეძენისას ფეხსაცმლის ზომის შერჩევა ხშირად სირთულეს წარმოადგენს. ამიტომ, თბილისის მასშტაბით გთავაზობთ „მოირგე“ სერვისს

გამოიწერეთ რამდენიმე მოდელი ან ზომა, კურიერი შეკვეთას სახლში მოგიტანთ და დაგელოდებათ. ამ დროში თქვენ ყველაზე კომფორტულ ფეხსაცმელს შეარჩევთ, დანარჩენს კი მას უკან გაატანთ. საბოლოოდ გადაიხდით მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლებსაც დაიტოვებთ. 

ეს საუკეთესო გზაა, რომ მამაკაცის ფეხსაცმელი ონლაინ შეიძინოთ და საკუთარ არჩევანში ეჭვი არ შეგეპაროთ.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
სეზონი
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას