ბრენდის შესახებ

Puma უბრალოდ ბრენდი არ არის – ეს არის მოძრაობის, კომფორტისა და ქუჩის სტილის კულტურა. თუ შენი დღე ენერგიითაა სავსე და გინდა, სამოსი შენს ხასიათს გამოხატავდეს, მაშინ სწორ ადგილას ხარ. ჩვენთან თავმოყრილია პუმას ორიგინალი კოლექცია, რომელიც დაგეხმარება, თავი ყოველთვის თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნო.

Puma-ს კოლექცია შექმნილია თანამედროვე ცხოვრებისთვის. აქ იპოვი ყველაფერს, რაც შენს გარდერობს სჭირდება – თბილი ქურთუკებიდან დაწყებული, კომფორტული ჰუდებით დამთავრებული. თითოეული მოდელი, იქნება ეს შარვალი თუ მაისური, აერთიანებს ფუნქციურობასა და თამამ დიზაინს. თუ ეძებ ხარისხიან და მოსახერხებელ სპორტული სამოსი, ეს კოლექცია შენთვისაა.

ლეგენდარული პუმა ფეხსაცმელი

ალბათ, რთულია იპოვო ადამიანი, ვისაც პუმას ბოტასი ერთხელ მაინც არ სცმია. ეს ფეხსაცმელი კომფორტისა და დიზაინის იდეალური შერწყმაა. ის ერთნაირად უხდება როგორც სპორტულ, ისე ყოველდღიურ სტილს. ჩვენს კოლექციაში ნახავ მოდელებს ყველა გემოვნებისთვის – კლასიკური სილუეტებიდან დაწყებული, უახლესი ტრენდებით დამთავრებული. განსაკუთრებით მრავალფეროვანია პუმა ბოტასის ქალის ხაზი, სადაც ფერების და ფორმების დიდი არჩევანია. აქვე შეგიძლია შეარჩიო საუკეთესო ბოტასები მამაკაცებისთვის.

კომფორტი მთელი ოჯახისთვის

Puma ზრუნავს არა მხოლოდ შენზე, არამედ შენი ოჯახის პატარა წევრებზეც. ბრენდის საბავშვო ხაზი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, გამძლეობითა და მიმზიდველი დიზაინით. შეარჩიე კომფორტული საბავშვო ფეხსაცმელი და სამოსი პატარებისთვის, რათა მათმა თამაშმა და მოძრაობამ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ჩაიაროს.

იპოვე შენი პუმა Dressup.ge-ზე

Dressup.ge-ზე შოპინგი მარტივი და სასიამოვნოა. პუმა საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ყველასთვის, რადგან ჩვენი უფასო მიტანის სერვისი მთელ ქვეყანას ფარავს. თუ პუმას თბილისის მაღაზიებში ეძებ და გინდა, შენაძენი სახლიდან გაუსვლელად გააკეთო, გამოიყენე ჩვენი „მოირგე“ სერვისი – შეუკვეთე რამდენიმე მოდელი, მოიზომე სახლში და დაიტოვე ის, რაც ყველაზე მეტად მოგეწონება. დაათვალიერე კოლექცია და იპოვე შენი ფავორიტები ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას