არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სახლი მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე კი არა, თვითგამოხატვის საშუალებაა. ისინი ყურადღებას აქცევენ ყველა დეტალს, ფერთა შეხამებიდან დაწყებული, თაროზე დადგმული პატარა დეკორატიული ფიგურით დასრულებული. ასეთი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევა ხშირად რთულია.

სწორედ ასეთი სახლის დეკორის ენთუზიასტებისთვის ონლაინ მაღაზია Dressup.ge-მ შეადგინა სახლის დეკორის მრავალფეროვანი კატალოგი, სადაც ყველანაირი გემოვნების ადამიანი იპოვის ისეთ ნივთებს, რომელიც მის გემოვნებას მოერგება. კოლექციაშია ცნობილი ევროპული ბრენდების - Athezza, Chehoma, J-Line, Opjet, Boltze და ა.შ. - ლარნაკები და ქოთნები, ჭურჭელი და დეკორატიული ფიგურები, პოსტერები და ილუსტრირებული წიგნები. აქ აუცილებლად იპოვი ისეთ ნივთს, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ სახლის დეკორის ენთუზიასტსაც კი გაახარებს, შენს ინტერიერს კი ინდივიდუალურ დეტალებს შემატებს.

შეიძინე სახლის დეკორი, მოსართავები და ჭურჭელი ონლაინ

სახლის დეკორატიული ელემენტების შერჩევა იმაზეა დამოკიდებული, როგორი ატმოსფეროს შექმნა გსურს. კლასიკური დიზაინისა და ცოცხალი ფერების მოყვარულისთვის შესანიშნავი არჩევანია ლამაზი ლარნაკი, რომელიც თან ორიგინალური დიზაინის ელემენტების შეტანის საშუალებას ისე გაძლევს, რომ კლასიკური ჰარმონია არ დაირღვეს და, თან, დამატებით მწვანე მცენარეების დახმარებით სივრცეს აცოცხლებს.

თუ ადამიანს ხელოვნება, კინო ან მუსიკა უყვარს და ინტერიერში ამის ასახვა უყვარს, სახასიათო პოსტერი საუკეთესო არჩევანია. პოსტერი თან ადამიანის პირად ინტერესებს გამოსახავს და თან, საკმაოდ ნეიტრალური დეკორატიული ელემენტია, რადგან სივრცეში ზედმეტ ადგილს არ იკავებს და გეომეტრიულ განლაგებას არ ცვლის ჩვენს კოლექციაში მრავალი თემაა წარმოდგენილი ცნობილი ხელოვნების ნიმუშებიდან ვინტაჟურ ფილმის ყდებამდე.

სივრცის ვიზუალურად გასაფართოებლად იდეალური ატრიბუტია სარკე, რომელიც ოთახში შუქს განაბნევს და, თან, საინტერესო დიზაინის დახმარებით შესაძლოა ინტერიერის ცენტრალურ აქცენტადაც კი იქცეს.

ხშირად ერთი დახვეწილი დეტალიც კი საკმარისია, რომ ნაცნობ ოთახს სრულიად ახალი განწყობა შესძინო. Dressup.ge-ზე სახლის დეკორის შერჩევა მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. დაათვალიერე სახლის ენთუზიასტების კოლექცია - მოსახერხებელი ფილტრების დახმარებით წუთებში იპოვი სასურველ ნივთებს. ჩვენი მიტანის სერვისი კი იზრუნებს, რომ შერჩეული დეკორი საქართველოს ნებისმიერ წერტილში სრულიად უფასოდ, მალევე მიიღო.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
შეარჩიე ბიუჯეტით
₾ ₾
შეარჩიე საჩუქარი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას