სირბილის დროს ფეხი ყოველ წუთს ასობით დარტყმას იღებს, ამიტომ სწორად შერჩეული სარბენი ბოტასი არა უბრალოდ კომფორტის, არამედ უსაფრთხოების საკითხია. სპეციალურად სირბილისთვის შექმნილი სპორტული ფეხსაცმელი ფეხის მიწაზე დარტყმისას ენერგიას ისე ანაწილებს, რომ ეფექტი მინიმუმამდე დაიყვანოს და სახსრები დაიცვას.

სარბენი ფეხსაცმლის შეძენისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რა ტექნოლოგიითა და მასალითაა იქმნება მოდელი - სწორედ ეს ასპექტები განსაზღვრავს, რამდენად სტაბილურად, მსუბუქად და კომფორტულად იგრძნობ თავს გრძელ მანძილზე. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს სარბენი ბოტასების მრავალფეროვან არჩევანს მსოფლიოში წამყვანი სპორტული ბრენდებისგან: Nike, Adidas, New Balance, Puma და სხვა. პლატფორმაზე წარმოდგენილი თითოეული წყვილი 100%-ით ავთენტურია, რაც ხარისხიანი ამორტიზაციისა და გამძლეობის გარანტიაა.

შეიძინე შენს ფეხზე იდეალურად მორგებული ხარისხიანი და ლამაზი სარბენი ბოტასი ონლაინ

ჩვენს კოლექციაში მარტივად შეარჩევ ზუსტად იმ მოდელს, რომელიც შენს ვარჯიშის რიტმს მოერგება.

მათთვის, ვინც შედარებით მსუბუქად დატვირთვას ამჯობინებენ, მაგრამ ხშირად დარბიან - გვაქვს ყოველდღიური, რბილი, კარგად ამორტიზებული ნაიკის, ON-სა და Saucony ბოტასები.

მათ კი, ვინც უფრო ინტენსიურად დარბის და მარათონებშიც იღებს მონაწილეობას, დასჭირდებათ მსუბუქი, კარბონის ფირფიტიანი ადიდასის ბოტასები, რომლებიც სისწრაფის აკრეფას და ტემპის შენარჩუნებას უწყობენ ხელს. ცივი და ნოტიო ამინდისთვის წყალგაუმტარი ვარიანტებიც მოიძებნება

თუ გინდა, ფეხსაცმელი სირბილის შემდეგ ყოველდღიურ სამოსსაც ადვილად შეუხამო, კლასიკური თეთრი ან შავი ბოტასები ყველაზე უნივერსალური არჩევანია. ხოლო თუ სირბილთან ერთად სხვა ფიზიკური აქტივობითაც აპირებ დაკავებას, ჩვენს პლატფორმაზე სპეციალიზებული სპორტული ფეხსაცმლის დიდი არჩევანიც დაგხვდება.

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სარბენი ბოტასი ფეხზე იდეალურად დაჯდეს. ამიტომ დავნერგეთ ინოვაციური სერვისით „მოირგე“, რომელიც საშუალებას მოგცემს სახლიდან გაუსვლელად იპოვო ფეხსაცმელი, რომელიც იდეალურად შეგეფერება. “მოირგეს” ფარგლებში შეგიძლია გამოიწერო 10-მდე მოდელი, რომელსაც კურიერი თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს. კურიერი 20 წუთს დაგელოდება, სანამ ყველაფერს მოირგებ და იდეალურ სარბენ ფეხსაცმელს იპოვი. შენ აანაზღაურებ მხოლოდ იმ მოდელის საფასურს, რომელსაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას