ატრიო / Atrio

ფეხსაცმლისა და აქსესუარების, პრემიუმ კლასის, მულტიბრენდული მაღაზია "დრესაპ ჯგუფისგან".

მისამართი:

• ი.ჭავჭავაძის გამზ. 29, ტელ: 2 200 185

• ს/ც "გალერია თბილისი", რუსთაველის გამზ. 2/4 ; ტელ: 2 004 814

ს/ც „სითი მოლი“ - ვაჟა-ფშაველას გამზ #70 / ტელ: 2 221 652

აღმოაჩინე პრემიუმ ბრენდები ონლაინ

თუ მოდის სამყაროში მეტ-ნაკლებად ერკვევი, მაშინ იცი, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხი და ავთენტურობა. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყალბი ნივთების წარმოების ინდუსტრია დაახლოებით ნახევარი ტრილიონია და სულ უფრო იზრდება. როდესაც საქმე პრემიუმ სეგმენტს ეხება, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორ გამოიყურება ნივთი, არამედ ის ისტორია და სტანდარტი, რომელსაც კონკრეტული მოდის სახლი იცავს. 

ჩვენ სწორედ იმისთვის ვართ აქ, რომ ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელს მივცეთ საშუალება იპოვოს საკუთარი ინდივიდუალური სტილის შესაფერისი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი ისე, რომ ხარისხში ეჭვი არ შეეპაროს. ონლაინ მაღაზია dressup.ge-ს პრემიუმ კატალოგი ართიანებს თითქმის 3000-მდე გამორჩეულ მოდელს წამყვანი მოდის სახლებისგან - თითოეული მათგანი 100% ორიგინალია.  

ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილია ისეთი მსოფლიო ბრენდები, რომლებმაც მოდის ინდუსტრია შეცვალეს. კატალოგში შეხვდებით თანამედროვე მოდის წამყვან სახელებს — Fabio Rusconi და Liu Jo. და, რასაკვირველია არც ცნობილი ამერიკული ტანსაცმლის ბრენდები დავივიწყეთ — ისეთი სახლები, როგორც Barbour, Calvin Klein, Michael Kors და Tommy Hilfiger განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ჩვენს პრემიუმ კატალოგში.

შეიძინე უმაღლესი ხარისხის პროდუქცია მსოფლიო ბრენდებისგან ჩვენს ონლაინ მაღაზიაში

კატეგორიის მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ ააწყოთ ერთიანი სრულყოფილი გარდერობი პრემიუმ ხაზის მოდელებით. აქ იპოვით დახვეწილი ქალის ტანსაცმლის არჩევანს ნებისმიერი შემთხვევისთვის, საქმიანი შეხვედრებიდან დაწყებული, გრანდიოზული წვეულებებით დასრულებული. პარალელურად კი ფეხსაცმლის ბრენდები გთავაზობენ მრავალფეროვან მოდელებს. რომლებიც კომფორტსა და მაღალ ესთეტიკას აერთიანებენ. ხარისხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ქალის ფეხსაცმელს ეხება - ის უნდა იყოს თან ესთეტურად მიმზიდველი და თანაც უზრუნველყოს კომფორტი მთელი დღის განმავლობაში.

ხოლო იმისთვის, რომ შენს ლუქს მაქსიმალურად პერსონალიზებული ეფექტი ჰქონდეს, შეგიძლია გაამდიდრო რამდენიმე შთამბეჭდავი ფორმის სამაჯურით, საყურით ან ბეჭდით. ჩვენი ქალის სამკაულების კატეგორიაში წარმოდგენილია ორიგინალური ფორმის, მასიური თუ სადა უამრავი მოდელი, რომლებიც მარტივად იპყრობს თვალს. 

ჩვენ გვესმის პრემიუმ შოპინგის სპეციფიკა, ამიტომ dressup.ge გთავაზობთ ინოვაციურ სერვისს „მოირგე“. თბილისის მასშტაბით, თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ 10-მდე ნივთი ჩვენი პრემიუმ კატალოგიდან, კურიერი კი ადგილზე მოგიტანთ და დაგელოდებათ 20 წუთი, სანამ იზომებთ. ეს გაძლევთ საშუალებას, პრემიუმ ბრენდების ხარისხი პირადად გამოსცადოთ და ძვირიანი შენაძენი კარგად დაფიქრების შემდეგ გააკეთოთ. ანაზღაურებთ მხოლოდ იმ მოდელს, რომელსაც იტოვებთ - დანარჩენს კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
შარვლის სიგრძე
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას