ღვინის ბოთლების სათავსო
ღვინის ბოთლების სათავსო ონლაინ
ვისაც ნამდვილად უყვარს ღვინო, მისთვის ახალი ბოთლი ღვინის შეძენა ხშირად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ საყვარელი სასმელის დაგემოვნების შანსი. ბევრისთვის ნამდვილ კოლექციონერობაშიც გადაიზრდება ხოლმე. თუ მეგობრების სტუმრობისას ღვინო მაგიდის განუყოფელი ელემენტია, ან სხვადასხვა იშვიათი ბოთლის შეგროვება შენი ჰობია, მაშინ ალბათ არაერთხელ გიფიქრია მათთვის სახლში სწორი ადგილის მიჩენაზე.
ღვინის ბოთლების ინტერიერში სწორად და ლამაზად განთავსებას საკუთარი ხიბლი აქვს, რომელიც სივრცეს გამორჩეულ ხასიათს სძენს. შენი კოლექციისთვის ღირსეული ადგილის მისაჩენად, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ევროპული ბრენდების Chehoma, Item International, TABLE PASSION და Koopman-ის პრემიუმ ხარისხის სათავსოების არჩევანს. მსგავსი სათავსო დაგეხმარება შენი ღვინის კოლექცია მუდამ ორგანიზებული იყოს - და, თან, ინტერიერის დიზაინშიც ორგანულად ჩაჯდეს.
შეიძინე პრემიუმ ხარისხის ღვინის სათავსოები ონლაინ
ხისა და ლითონისგან დამზადებული ღვინის სათავსოები იდეალურად ეხამება როგორც ვინტაჟურ, ისე მინიმალისტური სტილის თანამედროვე ინტერიერს. სწორად შერჩევის შემთხვევაში, ის არა მხოლოდ წმინდა პრაქტიკულ დანიშნულებას ასრულებს, არამედ სახლის დეკორი ხდება, რომელიც შენს მისაღებ ოთახს თუ სამზარეულოს დახვეწილ ელემენტს სძენს. ჩვენს კატალოგში შეხვდები სხვადასხვა მასშტაბის დიზაინს: როგორც კომპაქტურ, რამდენიმე ბოთლზე გათვლილ სათავსოებს მაგიდაზე თუ თაროზე დასადგამად, ისე მასიური, ვერტიკალური თაროებს დიდი კოლექციებისთვის, რომელსაც შეუძლია მთელი კედელი დაიკავოს. მაქსიმალური კომფორტისთვის შეგიძლია კოლექციას სპეციალური ალკოჰოლის აქსესუარები დაუმატო, მაგალითად, კერამიკული ღვინის ბოთლის დასადგამი, ორიგინალური ბოთლის გასახსნელი ან სადეგუსტაციო ჭიქები. დამატებითი დეტალები ღვინის მოყვარულის პირად სივრცეს ნამდვილ სომელიეს კუთხედ აქცევს.
თანაც ამგვარი სივრცის მოწყობისთვის სპეციალურ ღვინის მაღაზიაში ვიზიტი აღარ გჭირდება. შეგიძლია პირდაპირ სახლიდან გაუსვლელად აარჩიო ყველა საჭირო ატრიბუტი. ჩვენს პლატფორმაზე მარტივად იპოვი როგორც შენი სივრცისა და კოლექციის შესაბამის ღვინის სათავსოს, ისე ღვინის მოყვარულისთვის საჭირო ყველა აქსესუარს. Dressup.ge-ზე ონლაინ შოპინგისას დაზოგავ დროსა და ენერგიას, ხოლო ჩვენი კურიერი შენ მიერ შერჩეულ ნივთებს საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ და სწრაფად მოგიტანს.