ინტერიერში ნივთების მოხერხებულად განლაგება ხშირად განსაზღვრავს რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს ამა თუ იმ გარემოში. როცა საყვარელი წიგნები, სუვენირები თუ სხვა წვრილმანები ჰარმონიულადაა ოთახში გადანაწილებული, სივრცე არა უბრალოდ მყუდრო და სასიამოვნოა, არამედ ინდივიდუალურ შტრიხებს იძენს და შენს ხელწერას აჩენს სახლს.

ხარისხიანი მასალისგან დამზადებული, გამძლე თაროები საუკეთესო გზაა სივრცე მარტივად მოაწესრიგო ისე, რომ გარემო ზედმეტად არ დატვირთო. პირიქით, ისეთი მონაკვეთებიც კი საინტერესო და ფუნქციური ხდება, რომლებიც ამაზე არ იყო გათვლილი. თუ გსურს, რომ შენი გარემო საინტერესო და პრაქტიკული ელემენტებით გაამდიდრო, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს სხვადასხვა ტიპის თაროების არჩევანს ევროპული ბრენდებისგან. ჩვენს კოლექციაში დაგხვდება Item International-ის, Koopman-ისა და Opjet-ის ავთენტური მოდელები.

შეიძინე ხარისხიანი და პრაქტიკული თაროები ონლაინ

სივრცის დასაზოგად კედლის თარო ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ინტერიერის ელემენტია, რადგან საშუალებას გაძლევს ოთახის ის მონაკვეთი აითვისო, რომელიც ნივთების განთავსებაზე საერთოდ არ იყო გათვლილი. შეგიძლია მასზე მოათავსო საყვარელი წიგნები, სურათის ჩარჩოები საუკეთესო მოგონებებით ან წვრილმანი ნივთების შესანახი ლამაზი ზარდახშა, რომელიც ერთდროულად პრაქტიკულია და დამატებით სივრცის ორგანიზებაში გეხმარება, და, მეორეს მხრივ ლამაზად გამოიყურება.  

მცირე ზომის, დახვეწილი დეკორატიული თარო იდეალური ადგილია მცირე აქსესუარებისა და დეკორის მოსათავსებლად (ფიგურები, დასადგამი საათი, სანთელი და ა.შ). ზოგიერთ მოდელში ინტეგრირებულია სარკე - ასეთი ვარიანტი განსაკუთრებით მოხერხებულია პატარა ოთახისთვის, რადგან სარკე ვიზუალურად სივრცეს ზრდის. თუ ლიმიტირებულ სივრცესთან მუშაობ, მაშინ კიდევ ერთი კარგი ვარიანტია კომპაქტური კუთხის თარო, რომელიც დაგეხმარება პერიმეტრი მაქსიმალურად აითვისო.

ჩვენი შერჩეული დეკორატიული ავეჯის კოლექციაში აღმოაჩენ მცირე და დიდი ზომის, ხისა და მეტალის გემოვნებიან კომბინაციებს, რომლებიც ნებისმიერ ინტერიერს ტრენდულ იერს აძლევს.

ჩვენს პლატფორმაზე შოპინგი მაქსიმალურად გამარტივებულია. ფილტრების დახმარებით, ხუთ წუთზე ნაკლები გჭირდება იმისთვის, რომ იპოვო და შეიძინო ზუსტად იმ ზომისა და ტევადობის მოდელი, რომელიც შენს ოთახს სჭირდება. გახადე შენი სახლი უფრო ორგანიზებული და საინტერესო ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
ენა
ყდა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას