პოსტერი ონლაინ

თუ გსურს ნეიტრალურ სივრცეში შენი პირადი გემოვნება და ინტერესები უცებ გახდეს ინტერიერის დიზაინის მთავარი ფოკუსი - პოსტერი, ხშირად, საუკეთესო გამოსავალია. საერთოდ, ვიზუალური ხელოვნება ინტერიერისთვის ხასიათის, ენერგიისა და ინდივიდუალიზმის მისანიჭებლად, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გზაა.

ორიგინალი ხელოვნების ნიმუშები ხშირად ძალიან ძვირი ღირს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge კი გთავაზობს პოსტერების მრავალფეროვან კოლექციას, სადაც ცნობილი ნამუშევრების მაღალხარისხიანი ასლებია წარმოდგენილი. იქნებ გიყვარს ბენქსი, პიკასო ან კლიმტი? ან გსურს შენს მუსიკალურ გემოვნებას გაუსვა ხაზი? ან შესაძლოა სახელებს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა და გსურს მეტი ხალასი ფერი ან ვინტაჟური ატმოსფერო შესძინო ოთახს - ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილი ნამუშევრები დაგეხმარება, რომ შენი ოთახი ბევრად უფრო საინტერესო და შთამაგონებელი გახადო.

შეიძინე ცნობილი ხელოვნების ნიმუშების პოსტერები სახლიდან გაუსვლელად

ჩვენს კატალოგში ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის მოიძებნება შესაფერისი სახლის დეკორი. თუ პოპ-კულტურა, კინო და მუსიკა გიზიდავს, აუცილებლად უნდა დაათვალიერო საკულტო ფილმების, ლეგენდარული მუსიკოსების და ცნობილი კომიქსების თემატიკაზე შექმნილი პოსტერები. ხელოვნების მოყვარულთათვის გვაქვს ცნობილი ხელოვნების ნიმუშებისა და ცნობილი მოდის ჟურნალი Vogue-ის ვინტაჟური ყდების რეპროდუქციები. ხოლო თუ შენთვის საერთო ატმოსფერო უფრო მნიშვნელოვანია და პირიქით, ნაკლებად ცნობილი სახელები და ორიგინალური ნამუშევრები გირჩევნია - Boltze-ს პოსტერები და Signes Grimalt-ის ვინტაჟური რუკები იდეალური იქნება. კატალოგში გვაქვს როგორც ბევრი პოსტერი ჩარჩოთი ისე თავისუფალი სტილის პოსტერი პლაკატი - სტილი თითოეული სივრცის მიხედვით აარჩიე. ყველა ნამუშევარი გამოირჩევა მაღალი ხარისხის ბეჭდვითა და მზადდება გამძლე მასალებისგან.

ჩვენი პლატფორმის დახმარებით, შეგიძლია შენს სივრცეს ახალი ენერგია სახლიდან გაუსვლელად შემატო. დაათვალიერე პოსტერების კატალოგი, გაეცანი დეტალურ აღწერებს და მარტივად შეარჩევ ზუსტად იმ ზომას, თემატიკასა და ფერების გამას, რომელიც შენს ინტერიერის დიზაინში ყველაზე ჰარმონიულად ჩაჯდება. ისარგებლე სწრაფი, უფასო მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
პროდუქტის ტიპი
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
ენა
ყდა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას