ზარდახშა
ზარდახშა ონლაინ
სახლის მოწყობისას ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას სწორედ მცირე, გამორჩეული დიზაინის დეტალები ახდენს. თუ გსურს შენი ძვირფასი ნივთები, სამკაულებისა თუ საყვარელი წვრილმანები უსაფრთხოდ შეინახო და, ამავდროულად, მათმა სათავსომ სივრცეს პოზიტიური ვიზუალური ელემენტიც შესძინოს, მაშინ ლამაზი ზარდახშა იდეალური არჩევანია.
ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს კოლექციებში აღმოაჩენ ისეთი ევროპული ბრენდების ზარდახშების დიდ არჩევანს, როგორებიცაა Chehoma, Madam Stoltz, Item International და Atmosphera. სწორად შერჩეული სახლის დეკორი შენს გემოვნებას უსვამს ხაზს და ოთახში მფლობელის ინდივიდუალური ხელწერა შემოაქვს. ზარდახშა სწორედ ასეთი ელემენტია - პრაქტიკული და მოსახერხებელ სათავსო, სადაც შეგიძლია მნიშვნელოვანი წვრილმანები მოათავსო, მაგრამ რომელსაც თან შეუძლია სივრცეს ვიზუალურად საინტერესო ეფექტი შემატოს.
შეიძინე ზარდახშები ონლაინ
სწორად შერჩეული ზარდახშა ინტერიერის დამოუკიდებელი აქსესუარია. შუშის, მარმარილოს, ხისა თუ თითბერისგან დამზადებული მოდელები იდეალურად ერგება როგორც ვინტაჟურ, ისე თანამედროვე სტილს.
დახვეწილი დიზაინის ზარდახშა შეგიძლია ფაქტობრივად ნებისმიერ ოთახში განათავსო სხვადასხვა ზონისთვის ესთეტიკური სახის მისაცემად. მაგალითად, საძინებლის კომოდი მდიდრულად გამოიყურება, თუ მასზე ორიგინალურ ზარდახშას დადგამ. მისაღებ ოთახში თაროზე ან სულაც ყავის მაგიდაზე შეგიძლია ჩამოდგა, კომპოზიციის სრულყოფისთვის კი შეგიძლია მის გვერდით საინტერესო სამაგიდო აქსესუარები ან სურნელოვანი სანთლები მოათავსო. ამგვარი შტრიხები შენს სახლს უფრო კომფორტულ, მყუდრო და პერსონალიზებულ სივრცედ აქცევს.
შოპინგის პროცესი მაქსიმალურად მორგებულია შენს კომფორტზე. შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერო კოლექცია და ფილტრების დახმარებით მარტივად შეარჩიო სასურველი ფერები (ბეჟი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და სხვა) თუ ფაქტურები. ჩვენს პლატფორმაზე შეძენილ ნივთებს კურიერი საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ მოგიტანს. შემატე შენს სახლს მეტი სიმყუდროვე და ინდივიდუალიზმი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.