წიგნის დამჭერი
წიგნის დამჭერი ონლაინ
კითხვის მოყვარულებისთვის წიგნი ხშირად უბრალოდ საკითხავი არ არის. ისინი ამაყობენ თავიანთი წიგნებით, ხოლო განსაკუთრებულად ლამაზი ან ძველი გამოცემები შესაძლოა მათი ყოველდღიური გარემოსა და ინტერიერის განუყოფელი ნაწილიც გახდეს. თუ შენც ერთ-ერთი ასეთი მკითხველი ხარ და გსურს რომელიმე შენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოცემის მაქსიმალურად წარმოჩენა, მაშინ ორიგინალური ფორმის წიგნის დამჭერი ან ღრმა სათავსო შენს სივრცეში მალე შეუცვლელ ადგილს დაიკავებს.
ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე ერთ სივრცეში შევკრიბეთ პრემიუმ კლასის წიგნის დამჭერებისა და ჟურნალების სათავსოების გამორჩეული კოლექციას. კატალოგში აღმოაჩენ ინტერიერის დეკორის მწარმოებელ ცნობილ ევროპული ბრენდებს, მათ შორის Chehoma, J-Line, Item International, Boltze და Atmosphera.
შეიძინე ორიგინალური დიზაინის წიგნის დამჭერები ონლაინ
წიგნის დამჭერი უკვე დიდი ხანია რაც პრაქტიკულთან ერთად დეკორატიულ დანიშნულებასაც ასრულებს. ხისგან, ლითონისა თუ ქვისგან ორიგინალური ფიგურების დამზადება ტრადიციაა. მსგავსი გამორჩეული ფორმის სადგამი კი მარტივად იქცევა დამოუკიდებელ სახლის დეკორად რომელიც მარტივად იპყრობს სტუმრების თვალს. წარმოიდგინე, როგორ მდიდრულად გამოიყურება თაროზე ძველებური სტილის, ნაჭრის ყდითა და მოოქროვილი წარწერით გაფორმებული გამოცემა, რომელსაც ორივე მხრიდან ვინტაჟური ან მინიმალისტური სტილის დამჭერი გაუმაგრებს ზურგს. ამ კომპოზიციის სრულყოფისთვის შეგიძლია გვერდით ელეგანტური მაგიდის სანათი განათავსო და ერთგვარი მკითხველის კუთხე შექმნა.
თუმცა ისიც გაითვალისწინე, რომ ასეთი დამჭერი უნივერსალური არაა - არჩევისას დიდი ყურადღება უნდა მიაქციო დიზაინსა და მასშტაბს. მაგალითად, სტანდარტული ფიგურული სტილის დამჭერი არ გამოგადგება მასიური ილუსტრირებული წიგნისთვის. ამგვარი გამოცემები გათვლია დამოუკიდებლად შენს ყავის მაგიდაზე დასადებად ან თაროზე ზურგით მისაყუდებლად, ყდით მაყურებლისკენ. ხარისხიანი ჟურნალების სათავსო სქელი ყდის სიმძიმეს გაუძლებს - მაგრამ წიგნი მთავარ დეკორატიულ ფუნქციას უცებ დაკარგავს.
სხვა მხრივ კი, თუ ლამაზი წიგნების კოლექცია გაქვს, მისაღები ოთახი, კაბინეტი თუ საძინებელი ამგვარი საინტერესო დეტალით აუცილებლად უნდა გაამდიდრო. ასევე ეს ორიგინალური დეკორი შესანიშნავი სასაჩუქრე იდეაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც იცი, რომ წიგნებიც უყვარს და ინტერიერის დიზაინიც. ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლია მარტივად იპოვო და შეიძინო სასურველი დიზაინის წიგნის დამჭერი. ჩვენი მიტანის სერვისი კი უზრუნველყოფს, რომ შენი შერჩეული ნივთი საქართველოს ნებისმიერ წერტილში სრულიად უფასოდ და კომფორტულად მიიღო.