ყველაზე პატარებისთვის სამოსის შერჩევა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. როდესაც საქმე ჩვილის სათუთ კანს ეხება, პირველ რიგში საჭიროა სამოსი უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილისგან იყოს დამზადებული. ყოველდღიური სიმყუდროვისთვის და თავისუფალი მოძრაობისთვის ბოდე ბავშვისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ნივთია.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ბოდეების გამორჩეულ კოლექციას. ჩვენს პლატფორმაზე აღმოაჩენ ას პროცენტით ავთენტურ მოდელებს მსოფლიოში მოწინავე ბრენდებისგან, როგორებიცაა Tommy Hilfiger, Levis და Calvin Klein.

შეიძინე კომფორტული, უმაღლესი ხარისხის მასალების ბოდე ბავშვისთვის ონლაინ

ჩვენს კოლექციაში აღმოაჩენ ბოდეების მოდელებს ნებისმიერი სეზონისთვის. ხარისხიანი ბავშვის ტანსაცმელი გაძლევს საშუალებას, ყველაზე პატარებსაც კი გემოვნებიანი და ინდივიდუალური ლუქი შეუქმნა. თუ ჩვილის ტანსაცმელს არჩევ, აუცილებლად გადაამოწმე მასალები - დარწმუნდი, რომ ბოდე შეკერილია რბილი, ორგანული ქსოვილისგან. მაგალითად, ნატურალური ბამბა ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, რადგან იმის გარანტიაა, რომ კანს სუნთქვის საშუალებას მისცემს და არ გააღიზიანებს. თანაც ხშირი რეცხვის პირობებშიც კი იდეალურად შეინარჩუნებს სირბილეს, სითბოსა და პირვანდელ ფორმას.

ბოდესთან ერთად, აუცილებლად იფიქრე თბილი კომბინიზონის ბავშვის გარდერობში დამატებაზე. კომბინიზონი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და მოხერხებული ნივთია პატარასთვის ყოველდღიურად სატარებლად, რომელიც თან სითბოს ინახავს და თან მას თავისუფლად თამაშის საშუალებას აძლევს. ხოლო როდესაც პატარა ოდნავ წამოიზრდება, ამ კომბინაციას უპრობლემოდ ჩაანაცვლებს ფერადი ბავშვის მაისური, და თავისუფალი ჭრის ბავშვის შარვალი - მთავარია მოდელების შერჩევისას იგივე პრინციპებით იხელმძღვანელო რითაც ბოდეს არჩევისას ხელმძღვანელობდი: მასალების ხარისხი, გამძლეობა და კომფორტი ბავშვის ტანსაცმლის არჩევისას ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იდგეს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას