თავის მოვლის საშუალებები ის საჩუქარია, რომელიც ადამიანს აგრძნობინებს, რომ გულწრფელად ზრუნავ მასზე - თუ სწორად შეარჩევ. მსგავსი საშუალებებით შექმნილი ნაკრები ერთგვარი სიგნალია, რომ გსურს თავს მეტი დრო დაუთმოს და ხარისხიანად მოუაროს.

კარგი კრემი თუ შრატი სახის კანს მოვლილ, მოელვარე იერს აძლევს, თანაც სასიამოვნო გამოსაყენებელიცაა. ტანის კრემი თუ სკრაბი სხეულს აჯანსაღებს, მკვდარი კანის ნაწილაკებს აშორებს და შხაპს ყოველდღიური რუტინიდან სასიამოვნო, დასასვენებელ რიტუალად აქცევს. ხარისხიან მზისგან დამცავზე კი ზედმეტი საუბარიც არაა საჭირო - ის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი ელემენტია. ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე კი შეძლებ შენი საყვარელი ქალებისთვის ყველა ეს და სხვა მრავალი ქალის თავის მოვლის საშუალება შეიძინოთ მსოფლიოში აღიარებული და დერმატოლოგების რჩეული ბრენდებისგან - La Roche-Posay, Vichy, Nuxe, Avène, CeraVe და ა.შ.

აღმოაჩინე თავის მოვლის საშუალებები სასაჩუქრედ ქალისთვის ონლაინ

საუკეთესო საჩუქრის შერჩევა პირველ რიგში ადრესატის კანის ტიპსა და საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ ის თავს ნაკლებ დროს უთმობს, მაშინ მთავარი აქცენტი საფუძველზე გააკეთე - კარგი არჩევანია საბაზისო, მაგრამ აუცილებელი საშუალებები: სახის დამატენიანებელი კრემი, კანის ტიპის შესაბამისი (მშრალი, მგრძნობიარე ან ცხიმიანი) დასაბანი გელი. მზისგან დამცავი და ა.შ.

ვისაც საბაზისო საჭიროებები უკვე დაფარული აქვს, მისთვის შეგიძლია ისეთი დამატებითი საშუალებები შეარჩიო, რომელიც თავის განებივრებაში დაეხმარება - დამატებით შრატები, ტანის სკრაბები, ხარისხიანი სერუმები და ზეთები. ისეთი საშუალებები, რომლებიც შესაძლოა აუცილებელი არ არის, მაგრამ კანს უკეთეს იერს ანიჭებს და დილისა თუ ღამის რუტინასაც უფრო სასიამოვნოს ხდის.

ხოლო თუ ადრესატს მაკიაჟი უყვარს, შეგიძლია მისთვის შეარჩიო ხარისხიანი დეკორატიული სახის კოსმეტიკა, მაგალითად რუჟი, ტუში ან პომადა.

შეგიძლია ადრესატისთვის ერთგვარი სასაჩუქრე ნაკრები შექმნა და სხვა ქალის აქსესუარებით გაამდიდრო. მაგალითად, თავის მოვლის საშუალებებს დაუმატო ცნობილი კლასიკური ქალის სუნამო და ელეგანტური აბრეშუმის შარფი, რომელიც ყველა სტილში მარტივად ჯდება.

Dressup.ge-ს მოხერხებული ფილტრაციის სისტემის დახმარებით უმარტივესად აღმოაჩენ საყვარელი ქალისთვის საჭირო თავის მოვლის საშუალებების სრულ კომპლექტს და ეფექტურ ნაკრებსაც სულ რამდენიმე წუთში შეკრავ, თანაც სახლიდან გაუსვლელად. ჩვენი კურიერი შენაძენს მთელი საქართველოს მასშტაბით უმოკლეს დროში მოგართმევს, პირდაპირ სახლში, თანაც საიმედოდ შეფუთულს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
შეარჩიე ბიუჯეტით
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას