სანთელი & სასანთლე
თუ არ იცი ადამიანს რა აჩუქო, დეკორატიული სანთელი ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური არჩევანია - ერთდროულად ესთეტურადაც გამოიყურება და პრაქტიკული დატვირთვაც აქვს. ლამაზ სანთელს ერთ წუთში შეუძლია ოთახში თბილი და მყუდრო განწყობის შექმნას, თუ ადამიანს დასვენება და განტვირთვა სჭირდება, გაცილებით მარტივია საღამოს სანთელი აანთოს და მის ფონზე ივახშმოს ან უბრალოდ წამოწვეს და დაისვენოს.
ძვირფასი სანთელი ხშირად საუკეთესო არჩევანია მაშინ, როცა გინდა ყურადღება გამოუხატო, მაგრამ ადამიანს კარგად არ იცნობ. ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე დეკორატიული სასაჩუქრე სანთლებისა და სასანთლეების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს ევროპული ბრენდებისგან: Chehoma, LAETITIA ROUGET, Boltze და ა.შ. წარმოდგენილია როგორც სურნელოვანი, ისე უსუნო, დეკორატიული მოდელები, თუ არ გსურს უსიამოვნო არომატის გარისკვა.
აღმოაჩინე ყველაზე უნივერსალური საჩუქრები, სანთელი & სასანთლე ონლაინ
თუ იცი, რომ შენი ადრესატისთვის მნიშვნელოვანია სახლში სასიამოვნო სუნი იდგეს და მის გემოვნებასაც მეტ-ნაკლებად იცნობ, ნეიტრალური სურნელოვანი სანთელი საუკეთესო არჩევანი იქნება. შეგიძლია აარჩიო სუფთა, ციტრუსოვანი ნოტები, თბილი კრემისებრი ხის ან მოტკბო ვანილის არომატი, იმის მიხედვით, რა სუნი ახარებს.
ვინც სანთელს ნაკლებად იყენებს პირდაპირი დანიშულებით, და მისთვის უფრო სახლის დეკორის ელემენტია, მისთვის კარგი არჩევანია დეკორატიული შანდალი, მაგალითად მოხდენილი კერამიკული სასანთლე, რომელიც სანთლის გარეშეც კი ესთეტურად გამოიყურება.
თუ ადრესატს მოსწონს სურნელოვანი სანთლები, მაგრამ არ გრძნობს თავს კომფორტულად ღია ცეცხლთან, მისთვის კარგი ალტერნატივაა ჰაერის არომატიზატორი, რომელიც სახლში სასიამოვნო სურნელს აყენებს, მაგრამ ნაკლებია შანსი აალდეს. ჩვენთან წარმოდგენილი არომატიზატორები ესთეტურად მიმზიდველიცაა, ამიტომ სადაც დადგამს - ყავის მაგიდაზე, წიგნებთან თუ სარკესთან ერთად თაროზე, თუ საწერ მაგიდაზე - ყველგან ორგანულად ჩაჯდება ინტერიერის დიზაინში.
Dressup.ge-ზე კი შესაბამისი დიზაინის დეკორატიული სანთლისა თუ სასანთლის ასარჩევად სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდება. შენაძენს კი ჩვენი კურიერი უმოკლეს დროში გადმოგცემს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.