სუნამო ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური საჩუქარია. განსაკუთრებით, თუ ქალს ახლოს იცნობ და მისი საყვარელი არომატები კარგად იცი. ზოგიერთი სუნამო დროთა განმავლობაში ადამიანის „ხელწერადაც“ იქცევა და ხალხი მათ სწორედ სუნით იმახსოვრებს.

სწორად შერჩეული სუნამო ყოველთვის გამორჩეული საჩუქარია. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ქალის სუნამოების არჩევანს მსოფლიოში ცნობილი ბრენდებისგან, მათ შორის Calvin Klein, Lacoste და Guess-ის პოპულარულ არომატებს, რომლებიც წლების განმავლობაში ბევრი ქალის მუდმივ თანამგზავრად იქცა.

შეიძინე იდეალური სასაჩუქრე სუნამო ქალისთვის ონლაინ

სასაჩუქრედ სუნამოს არჩევისას მეტი ყურადღება გვმართებს ვიდრე ნებისმიერი სხვა ქალის აქსესუარისას. არომატი გემოვნების საქმეა, ამიტომ კარგი იქნება თუ წინასწარ გაარკვევ რა ტიპის არომატები უყვარს ადრესატს და, თუ საშუალება გაქვს, რამდენიმე ისეთი სუნამოს სახელსაც, რომელსაც უკვე იყენებს.

ვისაც მსუბუქი სუნები ურჩევნია, მისთვის ციტრუსოვანი ან ნაზი ყვავილოვანი არომატები იდეალურია. მათი ტარება ყველგან შეიძლება, ოფისშიც და გარეთ, არ აწუხებს გარშემომყოფებს და ზაფხულის სიცხეშიც არ ხდება გამაღიზიანებელი, უფრო მძიმე “ზამთრის” არომატებისგან განსხვავებით.

მეორეს მხრივ, თუ ადრესატი ისეთ სურნელს ამჯობინებს, რომელიც უფრო თამამ, შესამჩნევ შლეიფს ტოვებს, ეცადე აირჩიო უფრო ტკბილი ან აღმოსავლური ნოტების სუნამო. ხოლო თუ მის გემოვნებაში ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ, დროითთ გამოცდილი კლასიკა - მაგალითად, Calvin Klein-ის Eternity ან CK One - მაქსიმალურად უსაფრთხო არჩევანია, რომელიც თითქმის ყველა შემთხვევაში ამართლებს.

თუ სუნამოს ჩუქებისას ცოტა ნერვიულობ და თავის დაზღვევა გსურს, შეგიძლია საჩუქრად სხვა ქალის აქსესუარებს დაუწყვილო, მაგალითად ნეიტრალური დიზაინის ქალის სამკაულს (წვრილ სამაჯურს ან ძეწკვს), აბრეშუმის შარფს ან ქალის მზის სათვალეს.

Dressup.ge-ზე ყველა ამ სასაჩუქრე აქსესუარის შეძენას 5 წუთზე ნაკლები სჭირდება, თანაც სახლიდან გასვლაც არ დაგჭირდება. ჩვენი კურიერი შერჩეულ სუნამოს მთელი საქართველოს მასშტაბით უმოკლეს დროში მოგართმევს, პირდაპირ სახლში, თანაც საიმედოდ შეფუთულს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
შეარჩიე ბიუჯეტით
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას