ლარნაკი
ლარნაკი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საჩუქარია მათთვის, ვისაც იცი, რომ სახლის მოწყობა და გაფორმება უყვარს. ჯერ ერთიც, ლამაზ ლარნაკს არ სჭირდება დიდად ფუნქციური იყოს - თუ დიზაინი საინტერესოა, ცარიელიც კი გაამდიდრებს ინტერიერს. მაგრამ ამასთან ფუნქციურიცაა, და თუ ადრესატს ყვავილები უყვარს, პირდაპირი დანიშნულებითაც ყოველთვის გამოიყენებს.
ლამაზი, ორიგინალური დიზაინის ლარნაკი ოთახს აცოცხლებს და თან მფლობელის სტილსა და გემოვნებაზეც ბევრს გვეუბნება. თუ ადრესატის საყვარელი ფერები იცი, ძალიან მარტივად შეგიძლია შეარჩიო ისეთი, რომელიც აუცილებლად გაუხარდება. ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე ორიგინალური ლარნაკების დიდ არჩევანს ნახავ ცნობილი ევროპული ბრენდებისგან: Athezza, Chehoma, J-Line, Opjet, Boltze და ა.შ. რომელთა უმრავლესობაც სწორედ თანამედროვე სტილითა და ორიგინალური გაფორმებითაა ცნობილი.
აღმოაჩინე იდეალური სასაჩუქრე ლარნაკი ონლაინ
ჩვენი კოლექცია ისე შევარჩიეთ, რომ ყველა გემოვნების ქალისთვის შეძლო შესაფერისი ლარნაკის არჩევა. პლატფორმაზე აღმოაჩენ სხვადასხვა ფორმის, ფერისა და მასალის მოდელს - სადა, მინიმალისტურიდან დაწყებული, თამამი, ხელით ნაკეთები დიზაინით დამთავრებული.
თუ ადრესატს თანამედროვე მინიმალისტური დიზაინი უყვარს, მისთვის კარგი არჩევანი იქნება სადა კერამიკის ლარნაკი ზედმეტი მორთულობის გარეშე. ვისაც სახლში ხშირად აქვს ცოცხალი ყვავილები, მისთვის უკეთესი ფართოყელიანი საყვავილე ლარნაკი იქნება, სადაც თაიგული უპრობლემოდ მოთავსდება. ხოლო თუ ადრესატისთვის ინტერიერში მთავარი ხასხასა ფერები და გამორჩეული დეტალებია, მაშინ ყურადღება პირველ რიგში მოხატვას მიაქციე - შეგიძლია თამამად აირჩიო კაშკაშა ან უჩვეულო ფორმის მოდელი, რომელიც ოთახის მთავარი აქცენტი გახდება.
ლარნაკის შერჩევისას ისიც გაითვალისწინე, სად დადგამს ადრესატი. თუ სასტუმრო ოთახში ცარიელი ტუმბო ან ყავის მაგიდა აქვს, მაშინ დაბალი და განიერი ლარნაკი მშვენივრად მოერგება. ხოლო თუ ლარნაკის დადგმა თაროზე, წიგნებსა და დეკორატიულ ფიგურებს შორის მოუწევს, უფრო ვიწრო და პატარა მოდელი შეარჩიე.
ჩვენი მოხერხებული ფილტრაციის სისტემის დახმარებით Dressup.ge-ზე სასურველი სტილის, ფერისა და მასალის ლარნაკს რამდენიმე წუთში სახლიდან გაუსვლელად იპოვი. ჩვენი კურიერი კი იზრუნებს, რომ შერჩეული ლარნაკი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში უმოკლეს დროში მიიღო.