პოსტერი მარტივი გზაა ადამიანმა საკუთარ ხასიათს გაუსვას ხაზი ინტერიერში. სწორად შერჩეული თემატური ნამუშევარი ცარიელ კედელს სრულიად გარდაქმნის და მთელი ოთახის განწყობას ცვლის. სასაჩუქრე პოსტერი შედარებით ადვილი შესარჩევია - თუ იცი, ადრესატს რა მუსიკა, ფილმი თუ მხატვარი უყვარს, თემატიკასაც უპრობლემოდ აარჩევ. მეტიც, თუ კონკრეტულად საყვარელ ფილმს ვერ იხსენებ, მაგრამ იცი, რომ კინემატოგრაფია უყვარს, შეგიძლია გარისკო და რომელიმე ლეგენდარული ფილმის პოსტერი შეარჩიო - დიდია შანსი, რომ მაინც მოეწონება.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე პოსტერების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს - ცნობილი ჯგუფების საკონცერტო აფიშებიდან დაწყებული, კინოს კადრებით, ვინტაჟური Vogue-ის ყდებითა და Banksy-ის ნამუშევრებით დამთავრებული. ჩვენს პლატფორმაზე მარტივად შეარჩევ საჭირო ზომისა და განწყობის ნამუშევრის არჩევას.

აღმოაჩინე ორიგინალური სასაჩუქრე პოსტერები ონლაინ

თუ პოსტერს მუსიკის მოყვარულისთვის არჩევ, თითქმის წაუგებელი არჩევანია ისეთი ლეგენდების საკონცერტო აფიშები, როგორც ბიტლზი, ქუინი ან როლინგ სტოუნსი, კინოს თაყვანისმცემელს აუცილებლად კარგ ხასიათზე დააყენებს ცნობილი პოსტერები ისეთი ფილმებიდან, როგორც მაკულატურა (Pulp Fiction), ფორესტ გამპი ან საბრძოლო კლუბი. ხოლო თუ ადრესატი ხელოვნების თაყვანისმცემელია, მაშინ ვან გოგის, კლოდ მონეს ან ბენქსის ნამუშევრების ფერადი პოსტერი. იმისთვის, რომ დაკიდება არ გაუჭირდეს, შეგიძლია დამატებით შეარჩიო პოსტერი ჩარჩოთი.

პოსტერის მომხიბლაობა იმაშიცაა, რომ კარგად ეწყობა სხვა ინტერიერის დეკორის ელემენტებსაც. მაგალითად, შეგიძლია თემატიკა შეუხამო ყავის მაგიდაზე მოთავსებულ ილუსტრირებულ წიგნს მსგავს თემატიკაზე (არტისტზე, მუსიკაზე, კინოზე და ა.შ.).

Dressup.ge-ზე კი შესაბამისი თემატიკის პოსტერის ასარჩევად სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდება. შენაძენს კი ჩვენი კურიერი უმოკლეს დროში გადმოგცემს საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
შეარჩიე ბიუჯეტით
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას