ქამარი
ქამარი ერთი შეხედვით პატარა დეტალია, მაგრამ შეუძლია მთლიანად გარდაქმნას ჩაცმულობა, თუ სტილი სწორად შერჩეულია. ის ხაზს უსვამს სილუეტს და ტანისამოსს უფრო მოწესრიგებულ იერს აძლევს. სწორი ქამრის დახმარებით უმარტივესი კომპლექტიც კი უფრო დახვეწილ ეფექტს ტოვებს.
სწორედ ამიტომ კარგი ქამარი ყოველთვის მშვენიერი საჩუქარია, რადგან რისკი, რომ ადამიანის გემოვნებაში არ ჩაჯდება მცირეა, თითქმის ყველა გარდერობის ელემენტთან შეიძლება დაწყვილება და ყოველთვის გამოსადეგია. თან, მოდელების უმეტესობა რეგულირებადია, ასე რომ ზუსტი ზომის ცოდნა საჩუქრის შესარჩევად აუცილებელი არც არის. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ქალის ქამრების მრავალფეროვან არჩევანს მსოფლიოს წამყვანი მოდური ბრენდებისგან: Guess, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Gant და ა.შ.
შეიძინე საუკეთესო სასაჩუქრე ქამარი ქალისთვის ონლაინ
თუ ადრესატი თავშეკავებულ, კლასიკურ სტილში იცვამს, კლასიკური ტყავის ქამარი საუკეთესო არჩევანი იქნება - ნეიტრალური ფერი და მარტივი ბალთა ყველა ტიპის ლუქს უხდება, როგორც ჯინსსა და მაისურს, ისე კლასიკურ შარვალსა და ელეგანტურ ბლუზას. ხოლო ვისაც უფრო თამამი, თვალში საცემი აქსესუარები ურჩევნია, გაახარებს ბრენდული ქამრები დიდი, ლოგოიანი ბალთით, რომელიც მთელი ლუქის მთავარი აქცენტი გახდება.
ქამარი იოლად წყვილდება სხვა ქალის აქსესუარებთან. უპრობლემოდ უხამდება როგორც კლასიკურ, ისე უფრო ხასხასა ფერისა და თამამი დიზაინის ქალის ჩანთას - თანამედროვე მოდის კანონებით არაა საჭირო ტყავი და მცირე დეტალები, როგორიცაა ბალთები, ღილები და .შ. ყოველთვის ერთმანეთს ეხამებოდეს, ზოგჯერ კონტრასტული დეტალი პირიქით, უფრო ეფექტურად გამოიყურება. იგივე წესი მოქმედებს ქალის სამკაულთანაც - აღარაა საჭირო მეტალი ერთი ფერის იყოს, ადრესატი თავისუფლად შეძლებს ოქროს ბალთასთან დააწყვილოს ვერცხლისფერი სამაჯური თუ საყურეები და პირიქით.
Dressup.ge-ზე საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის ყიდვას სულ 5 წუთი სჭირდება შერჩეულ ქამარს კი კურიერი კი მთელ საქართველოს მასშტაბით უფასოდ მოგიტანს, უმოკლეს დროში.