ჩანთა ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული საჩუქარია, რომელიც ქალმა შეიძლება მიიღოს. ის ერთდროულად ფუნქციურიცაა და ესთეტურიც. ხარისხიანი ჩანთა ადვილი გამოსაყენებელია, მრავალნაირ ლუქს ერგება და, ამავდროულად, მფლობელის ინდივიდუალურ სტილს უსვამს ხაზს.
დახვეწილი ჩანთა თითქმის ყოველთვის გაახარებს ადრესატს, განსაკუთრებით თუ მისი გემოვნებითა და საჭიროებებით იხელმძღვანელებ. ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს ქალის ჩანთების კოლექცია შევქმენით იმ იდეით, რომ ყველა ცხოვრების წესის შესაბამისი ხარისხიანი და ლამაზი ჩანთა ადვილად, სულ რამდენიმე კლიკით იპოვო. პლატფორმაზე წარმოდგენილია 100%-ით ავთენტური, მაღალი ხარისხის ქალის ჩანთების არჩევანი მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლებისგან: Michael Kors, Calvin Klein, Guess, Tommy Hilfiger და ა.შ. ჩვენთან ყველა ხასიათის, სტილისა და ცხოვრების წესის მქონე ქალისთვის მარტივად შეარჩევ იდეალურ ვარიანტს.
შეიძინე იდეალური სასაჩუქრე ჩანთა ქალისთვის ონლაინ
საუკეთესო საჩუქრის შერჩევა პირველ რიგში იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპის ადამიანისთვისაა განკუთვნილი. თუ ადრესატი აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს და პრაქტიკულობას აფასებს, ტევადი, მხარზე გადასაკიდი ჩანთა იდეალური არჩევანია - ის მის ყოველდღიურ რიტმს ბუნებრივად მოერგება, საშუალებას მისცემს ყველა სიტუაციისთვის საჭირო ნივთი ერთდროულად ატაროს თან და ხელებს თავისუფალს ტოვებს.
თუ ადრესატს დახვეწილი, მინიმალისტური ნივთები უყვარს და თან ბევრი ნივთის ტარება არ სჭირდება ხოლმე, მაშინ მას ქალის პატარა ჩანთა, მაგალითად ელეგანტური საფულე ან მინიმალისტური, მხარზე გადასაკიდი ჩანთა ყველაზე მეტად გაუხარდება.
მაგრამ თუ ფიქრობ, რომ ჩანთის არჩევა გაგიჭირდება, რადგან ადრესატის გემოვნებას კარგად არ იცნობ, დაათვალიერე სხვა ქალის აქსესუარებიც. რამდენად კარგად ერკვევი მის გემოვნებაში შეგიძლია დატესტო უფრო მცირე ჟესტებით, მაგალითად ზაფხულის სეზონზე თითქმის ყველა ქალს გამოადგება ახალი მზის სათვალე. ან რამდენად მოსწონს დახვეწილი, კლასიკური ატრიბუტები, შეგიძლია დატესტო ელეგანტური ქალის შარფით.
Dressup.ge-ზე საჩუქრის შერჩევა და შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. თუ გვაცნობებ, რომ შერჩეული ჩანთა სასაჩუქრედ გჭირდება, შეგვიძლია სპეციალურად სასაჩუქრე შეფუთვაც დავაორგანიზოთ. შეკვეთას კი ჩვენი კურიერი საქართველოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს დროში, უფასოდ მოგიტანს, რათა საჩუქარი ადრესატს უნაკლოდ გადასცე.