სათვალე ის აქსესუარია, რომელსაც იერის სრული ტრანსფორმაცია შეუძლია, თან წამზე ნაკლებში. სწორად შერჩეული სათვალე სახის ნაკვთებს გამოკვეთს, გამომეტყველებას ხასიათს მატებს და უცებ უქმნის წარმოდგენას შემხედვარეს ქალის სტილზე.

საჩუქრად მზის სათვალე თითქმის უტყუარი არჩევანია, ერთდროულად ფუნქციური (თვალების შემაწუხებელი სხივებისგან იცავს) და სტილურიც (დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარია). თანაც, მზის სათვალის შერჩევისას ზუსტ ზომაზე ფიქრი არ მოგიწევს - ზომები უნივერსალურია და თანამედროვე მოდელებიც ისე იქმნება, რომ ადამიანების უმრავლესობას მოუხდეს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ქალის სათვალეების მრავალფეროვან არჩევანს მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლებისგან, მათ შორის Ferragamo, Victoria Beckham, Paul Smith, Guess და ა.აშ.

შეიძინე უნივერსალური სასაჩუქრე სათვალე ქალისთვის ონლაინ

საუკეთესო წყვილის შერჩევა ადრესატის სახის ფორმასა და გემოვნებაზეა დამოკიდებული. ქალს, რომელსაც გამორჩეულად თამამი იერის სამოსი და აქსესუარები უყვარს, უფრო ეფექტური და კონტრასტული მოდელები გაუხარდება. ამ ტიპის ადრესატისთვის შეგიძლია თამამად შეარჩიო ოვერსაიზ და ორიგინალური (მაგალითად, ჰეგსაგონის) ფორმის მოდელები, რომლებიც მაშინვე იქცევენ ყურადღებას.

თუ ადრესატს ნაკლებად იცნობ, მაშინ თავშეკავებული კლასიკა უტყუარი არჩევანია. კლასიკური კატის თვალის ფორმის ან მართკუთხა, ოდნავ მომრგვალებული ჩარჩოები თითქმის ყველა ტიპის სახესა და სტილს უხდება. ყველაზე მინიმალისტურიდან ყველაზე ბოჰემური სტილის მქონე ქალიც კი დროდადრო ირგებს ამგვარ სათვალეს. თუ იცი, რომ ადრესატს ცნობადი ბრენდები უყვარს, მაშინ მას გაუხარდება ისეთი დიზაინერული სათვალეები, რომლებიც დიდი და თვალსაჩინო ლოგოთია გაფორმებული.

ამასთან სათვალე ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური საჩუქარია. მისი შერჩევისას არ გჭირდება იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეეხამება სხვა ქალის აქსესუარებს. ქალს შეუძლია გაიკეთოს ნებისმერი ტიპის სამკაული — დახვეწილი საყურეები თუ მასიური ბეჭდები, ნებისმიერი სტილის ქამარი და ატაროს ნებისმიერი სტილის ჩანთა - მზის სათვალეების უმრავლესობა ყველა ამ (და სხვა) აქსესუარს უმარტივესად უწყვილდება.

Dressup.ge-ზე ნებისმიერი სტილის სათვალის შესარჩევად და შესაძენად 5 წუთიც საკმარისია. შერჩეულ სათვალეს კი კურიერი კი მთელ საქართველოს მასშტაბით, პირდაპირ სახლში მოგიტანს უმოკლეს დროში.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
შეარჩიე ბიუჯეტით
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას