„ბავშვობიდან ყველა საქმიანობისადმი უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა", - იხსენებს დაკა. არც გვიკვირს, მის თადვაპირველ პერიოდსა თუ გავიხსენებთ და იმავე დროის კოლეგებს ჩავეძიებით კიდეც, ისინიც დაგვიდასტურებდნენ, როგორ ადრიანად მიდიოდა და ელოდებოდა მაღაზიის კართან თითოეული სამუშაო დღის დაწყებას.
მაგრამ მუშაობაცაა და მუშაობაც! თავდაპირველად კონსულტანტობა იყო, საიდანაც მაღაზიის თუ ბრენდების თავისებურებს გაეცნო და გაყიდვების ხელოვნება აითვისა, მომხარებელთან კომუნიკაციებზე კი საუბარიც არ არის. წარმატების პირველ ეტაპი, მოლარეს პოზიციაზე დაწინაურება იყო, სადაც ცოდნა ბევრად ტექნიკურ დეტალებშიც გაირღმავა. 4 წლის თავზე კი არ გაინტერესებთ? პირველი ოთხი წლის შემდეგ კი უკვე მენეჯერის პოზიციაზეც მოგვევლინა. შემთხვევით არაფერი ხდება - თქვენით მიხვდით, რამდენად კარგია მენეჯერი, რომელმაც ყველა თანამშრომლის თითოეული დღე, საქმე და სპეციფიკური დეტალი იცის.
შრომისმოყვარეობა! მიზანდასახულობა! სამართლიანობა!
გუნდის მართვა მხოლოდ პრიორიტეტების ჩამოწერა ან მიზნების განსაზღვრა არ არის. მართვა ნიშნავს ხედვას - როგორ აღმოაჩინო ადამიანში პოტენციალი, როგორ მისცე საშუალება დაინახოს საკუთარი თავი ახალ როლში (ამისთვის კი მისი გუნდის წევრებს შეგიძლიათ დაუსვათ კითხვები. ნეტავ თქვენც გენახათ, როგორი თვალებანთებული გვიყვებოდა მისი ამჟამინდელი თუ ყოფილი, თუმცა ორივე შემთხვევაში წარმატებული კოლეგების ამბებს).
(მასთან დიალოგიდან გავიგე) ერთი უმთავრესი პრინციპი არსებობს: „მთავარია გულწრფელობა ნებისმიერი საქმის კეთებისას".
პოზიციიდან - პოზიციამდე, კოლექციიდან - კოლექციამდე, ყოველდღიური „თასქებიდან“ - გადაწყვეტილების მიღებამდე, დაკა საკუთარი გუნდის მოტივაციაა, შესაბამისად, საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის მაგალითს მისაცემად - არასოდეს წყვეტს განვითარებას. მუდმივად ღიაა სიახლეებისთვის, სიამოვნებით ეცნობა ახალ ტრენდებს და აგროვებს ცოდნას, რომელსაც გულწრფელად უზიარებს სხვებსაც.
დღესაც, 20 წლის შემდეგ, იგივე თვალებით უყურებს საკუთარ საქმეს, იმ განსხვავებით, რომ ახლა უკვე სხვებსაც ასწავლის ამ თვალებით ყურებას. განვითარება, განვითარება და განვითარება. ის Guess-ის მაღაზიასთან დაკავშირებულ ბევრ პროცესშია ჩართული და ბრენდ მენეჯერებთან ერთად, მასაც უნდა ვუმადლოდეთ, რომ საზღვარგარეთული ვიზიტებიდან მრავალფეროვანი კოლექციის შერჩევას ვახერხებთ (ეს კი განა რა არის, თუ არა ცოცხალი მაგალითია იმისა, როგორ გადაიქცეს შემთხვევითი პაემანი იმ სიყვარულად, რომელიც სამუდამოდ გრძელდება).
და თუ გინდა ერთი სიმღერით წარმოიდგინო ეს ამბავი, გულს ნუ გაიტეხ, შენთვის ერთის მაგივრად, ათობით სიმღერა გაგვიზიარა დაკამ. ჩართე ჯენიფერ ლოპესის ნებისმიერი სიმღერა და ტკბობით გაიხსენე რამდენად ლამაზი იყო მომღერალი ამერიკული ბრენდის კამპანიაში!
ესეც ასე, სათქმელი ყოველთვის უფრო მეტია, თუმცა კიდევ ერთი „დრესაპული", 20 წლიანი ამბავის თხრობა მივიდა დასასრულისკენ. (იმედია თქვენც, მკითხველნო, ისევე როგორც მე დაინახეთ რომ…) ერთგულება ყოველთვის ფასდება, ამის მისაღწევად კი საჭიროა იყო შრომისმოყვარე, მუდამ სწავლობდე და რაც მთავარია — გიყვარდეს, მთელი გულით გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ.