1. “Earthy Tones“
2023 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის ფერთა გამა მთლიანად ბუნებითაა შთაგონებული. შესაბამისად, ამ სეზონზე ხშირად შეგხვდებათ, ეგრეთ წოდებულ, “Earthy Tones“, რაც, ძირითადად, ბეჟ ტონებს, ყავისფერის სხვადასხვა ვარიაციებს, მწვანესა და ცისფერ ფერებს მოიაზრებს. თუ გასული, გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე თამამი, ნეონური ფერები ლიდერობდა, მიმდინარე სეზონი უფრო ბუნებრივ ფერებს ანიჭებს უპირატესობას, რაც, შეიძლება ითქვას, კარგი ამბავია, რადგან ასეთი ფერებით თამაში და სხვადასხვა, საინტერესო კომბინაციის შექმნა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე თამამი და კაშკაშა ფერებით.
ინსპირაციისთვის: Esprit-ის ბეჟი „თრენჩი“ და Calvin Klein-ის ყავისფერი ჩანთა ამ სეზონისთვის იდეალური კომბინაციაა. ხოლო თუ გარდერობის გაფერადება გსურთ თანაც ისე, რომ ბუნებრივი ფერთა გამა შეინარჩუნოთ, JJXX-ის მწვანე პიჯაკი და Mavi-ის ცისფერი კეპი სწორედ თქვენთვისაა.