სვიტერი
ქალის სვიტერი ყველა გემოვნებისთვის
Dressup.ge-ზე ქალის სვიტერების მრავალფეროვანი კოლექციაა წარმოდგენილი. აქ იპოვით მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მოდელებს, რომლებიც ნებისმიერ სტილსა და სეზონს შეესაბამება.
ჩვენი ონლაინ მაღაზია გაძლევთ საშუალებას, მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სვიტერი და განაახლოთ გარდერობი.
კატალოგში შეხვდებით სხვადასხვა სტილის, ფერისა და ფაქტურის სვიტერებს. კოლექციაში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Tommy Hilfiger (ტომი ჰილფიგერი), კელვინ კლეინი, Vero Moda, Levi's, Barbour და სხვა.
თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ:
კლასიკური პულოვერები: მოდელები მრგვალი ან V-ფორმის ყელით, რომლებიც იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.
ნაქსოვი ჟილეტები: სამოსი, რომელსაც მარტივად შემოიცვამთ პერანგებსა და მაისურებზე.
თხელი სვიტერები და პოლოები: დამზადებულია მსუბუქი ქლოვილებისგან, კერძოდ, სელის ან აბრეშუმის ნაზავისგან, რომლებიც შესანიშნავია თბილი ამინდებისთვის.
თავისუფალი სტილის მოდელები: კომფორტული და თანამედროვე სვიტერები, რომლებსაც მარტივად შეუხამებთ ჯინსებსა და კლასიკურ შარვლებს.
როგორ შეარჩიოთ ქალის სვიტერი ონლაინ?
Dressup.ge-ზე პროდუქციის ონლაინ შეძენა ძალიან მარტივია. დეტალური ფოტოები და ზომების ცხრილი სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. სვიტერი ქალის ტანსაცმლის კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია და გვსურს, რომ შენაძენით კმაყოფილი დარჩეთ.
თუ ზომაში ან მოდელში ეჭვი გეპარებათ, ისარგებლეთ ჩვენი „მოირგე“ სერვისით. შეარჩიეთ რამდენიმე მოდელი, კურიერი მათ სახლში მოგიტანთ. საბოლოოდ გადაიხდით მხოლოდ იმ ნივთის საფასურს, რომელსაც დაიტოვებთ.
როგორ მოვუაროთ ქალის სვიტერს
იმისთვის, რომ სვიტერმა პირვანდელი სახე დიდხანს შეინარჩუნოს, აუცილებელია მას სათანადოდ მოუაროთ. ამისათვის ყოველთვის გაეცანით სამოსის იარლიყზე დატანილ ინსტრუქციას.
ზოგადი რეკომენდაციები კი შემდეგია:
უმჯობესია, სვიტერი ხელით ან სარეცხი მანქანის დელიკატურ რეჟიმით, დაბალ ტემპერატურაზე გარეცხოთ.
არ გამოიყენოთ მათეთრებელი საშუალებები.
გააშრეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, რათა ნაქსოვი ქსოვილი არ გაიწელოს.
შეინახეთ დაკეცილ მდგომარეობაში და მოერიდეთ მის საკიდზე ჩამოკიდებას.