ყველა ქალის ჩანთა მის სტილსა და ყოველდღიურობაზე ყვება ამბავს. ის უბრალოდ ნივთი არ არის – შენი ერთგული თანამგზავრია, სადაც ყველა საჭირო ნივთს ინახავ. Dressup.ge–ის კოლექციებში აუცილებლად იპოვი მოდელს, რომელიც შენს ხასიათსა და მოთხოვნებს  იდეალურად შეესაბამება.

ქალის ჩანთა ყოველი დღისთვის

ჩვენ გვჯერა, რომ იდეალური ჩანთა ყველა სიტუაციისთვის არსებობს. ამიტომ, ჩვენს კოლექციაში თავმოყრილია სხვადასხვა სტილის, ზომისა და ფორმის მოდელები, რათა შენი არჩევანი მაქსიმალურად გაგიმარტივოთ.

ყოველდღიური კომფორტი: ტევადი დიდი ჩანთები და პრაქტიკული ზურგჩანთები, რომლებიც იდეალურია სამსახურისთვის ან უნივერსიტეტისთვის.

მსუბუქი სეირნობა: ელეგანტური გადასაკიდი ჩანთები, რომლებიც თავისუფლებას გჩუქნის და ყველა საჭირო ნივთს იტევს.

განსაკუთრებული მომენტები: დახვეწილი კლატჩი ან პატარა ხელჩანთა, რომელიც შენს საღამოს ლუქს სრულყოფილს გახდის. ის იდეალურად შეეხამება საყვარელ კაბას.

მოგზაურობა: გამძლე და ფუნქციური სამგზავრო ჩანთები და ზურგჩანთები შენი დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის.

ქალის ბრენდული ჩანთები ცნობილი დიზაინერებისგან

Dressup.ge-ზე მხოლოდ მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს იპოვი. Michael Kors, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess, Giovanni Morra, ETAM, Vero Moda  – ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა კოლექციებში აღმოჩენილი მოდელებიც შენს სტილს განსაკუთრებულ შტრიხს შესძენს. ჩვენი ბრენდების კოლექციებში შეხვდები როგორც კლასიკური სტილის ტყავის ჩანთებს, ასევე თანამედროვე, გამძლე მასალისგან შექმნილ მოდელებს. კლასიკური სტილის ჩანთის ფეხსაცმელთან იდეალურად შესახამებლად, დაათვალიერე მოცემულ კატეგორიაში წარმოდგენილი ქალის ტყავის ჩანთები და კატეგორია „მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი“. ყოველდღიური, კომფორტული სტილისთვის კი ეწვიე კატეგორიას „ბალერინა ფეხსაცმელი“.

შოპინგი ჩვენთან მარტივი და სასიამოვნოა. შეარჩიე სასურველი ქალის ჩანთა სახლიდან გაუსვლელად, ჩვენ კი შენაძენს საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ მოგიტანთ. ჩვენი ონალინ მაღაზია Dressup.ge შექმნილია იმისთვის, რომ სტილის პოვნის პროცესი შენთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს. დაათვალიერე კოლექცია და იპოვე აქსესუარი, რომელიც შენი განუყოფელი ნაწილი გახდება.



ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას