თმის აქსესუარები პატარა გოგონების გარდერობში ბევრად მეტია, ვიდრე პრაქტიკული თმის შესაკრავი. თმის სამაგრი ხშირად თვითგამოხატვისა და ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ერთ-ერთი პირველი აქსესუარია, რომლის არჩევასაც ბავშვი თავად იწყებს.
ფერადი სამაგრები, რეზინები თუ თმის სალტეები ბავშვს საშუალებას აძლევს ექსპერიმენტები ჩაატაროს საკუთარ გარეგნობაზე და ნელ-ნელა აღმოაჩინოს, რა მოსწონს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თმის აქსესუარები იყოს მაღალი ხარისხის ნაზი მასალისგან დამზადებული და, რა თქმა უნდა, ლამაზი დიზაინის. ონლაინ მაღაზია Dressup.ge მომხმარებლებს სთავაზობს ბავშვის თმის აქსესუარების მრავალფეროვან კოლექციას, რომელშიც გაერთიანებულია ავთენტური ნაწარმი, საერთაშორისო ბრენდებისგან Orchestra, Name It, Lätt Liv და Kids Only.
შეიძინე გემოვნებიანი ბავშვის თმის აქსესუარები ონლაინ
ჩვენი არჩევანი მოიცავს ყველაფერს, რაც პატარა გოგონას ყოველდღიური თუ განსაკუთრებული მომენტებისთვის შეიძლება დასჭირდეს. რეზინებიდან დაწყებული, თმის სარჭებით დასრულებული - პლატფორმაზე ნებისმიერი ხასიათისა და ასაკის გოგონისთვის იპოვი იდეალურ აქსესუარს. ფერადი ბავშვის თმის სამაგრი ცხოველების, ყვავილებისა და პეპლის ფიგურებით სტილს ბავშვური ხალისით ავსებს. ხოლო მოციმციმე გვირგვინები ან პეპლის ფრთები კი განსაკუთრებული მომენტებისთვის სადღესასწაულო განწყობის შექმნაში გვეხმარება.
თმის აქსესუარები შესანიშნავი ვარიანტია, მისცე პატარას საშუალება პირველი ინდივიდუალური შტრიხები შეიტანოს ლუქში. მაგალითად, ასწავლე როგორ აარჩიოს თმის სამაგრები ისე, რომ დაუწყვილდეს სხვა აქსესუარებს. ეს მას ინდივიდუალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ჩვენი ბავშვის აქსესუარების კოლექცია სწორედ იმისთვისაა შექმნილი, რომ შენს შვილს საშუალება მისცეს თამამად ჩაატაროს ექსპერიმენტები და ისწავლოს როგორი სტილი აგრძნობინებს თავს მაქსიმალურად კომფორტულად და თავდაჯერებულად.
ონლაინ შოპინგისას დამატებითი კომფორტისთვის, ისარგებლე ჩვენი ინოვაციური „მოირგე" სერვისით. გამოიწერე 10-მდე ნივთი. კურიერი შეკვეთას თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს და 20 წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი ნახავს რა ერგება და მოსწონს. შენ მხოლოდ იმის საფასურს იხდი, რასაც პატარა იტოვებს, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.