ქალის პიჯაკების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში

Dressup.ge-ის ქალის ტანსაცმლის პროდუქციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პიჯაკებს, რომელიც არ არის უბრალო სამოსი, ის ქალს თავდაჯერებულ იერს სძენს და მის სიძლიერეს უსვამს ხაზს.

ჩვენს კოლექციაში თავმოყრილია ცნობილი ბრენდების მოდელები, რომლებიც ყველა გემოვნებასა და სიტუაციას შეესაბამება.

აქ ნებისმიერი გემოვნების სამოსს იპოვით. არჩევანშია კლასიკური, თანამედროვე, თავისუფალი და კომფორტული ყოველდღიური მოდელები, რომლებიც იდეალურად მოერგება თქვენს სტილს.

როგორ შევარჩიოთ პიჯაკები ქალისთვის?

სწორი მოდელის შერჩევა თქვენს სტილსა და საჭიროებაზეა დამოკიდებული. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

საქმიანი შეხვედრებისთვის: შეარჩიეთ კლასიკური ჭრის, ერთი ან ორი ღილით შეკრული მოდელი. ნეიტრალური ფერები, როგორიცაა შავი, მუქი ლურჯი ან კრემისფერი, უნივერსალური არჩევანია.

ყოველდღიური სტილისთვის: სცადეთ “ოვერსაიზ” ან “კროპ” პიჯაკი. ნათელი ფერები ან საინტერესო პრინტი თქვენს სტილს ინდივიდუალურობას შემატებს.

სეზონური არჩევანი: თბილი ამინდებისთვის იდეალურია სელისგან დამზადებული ქალის თანამედროვე პიჯაკები, რომლებიც სიმსუბუქითა და კომფორტით გამოირჩევა.

პიჯაკების გარდა, ჩვენთან შეხვდებით ქალის ჟილეტებსაც. კლასიკური ჟილეტი შარვალთან ან ქვედაბოლოსთან ერთად დახვეწილ იერს ქმნის, ნაქსოვი ან დეკორატიული მოდელები კი შესანიშნავად ავსებს ჯინსისა და უბრალო მაისურის კომბინაციას.

საერთაშორისო ბრენდები ერთ სივრცეში

ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ ისეთი ცნობილი ბრენდების ორიგინალ პროდუქციას, როგორებიცაა Tommy Hilfiger, MICHAEL KORS, LIU JO (ლიუ ჯო), Vero Moda, s.Oliver, Perspective და სხვა. თითოეული ქალის პიჯაკი და ჟილეტი ხარისხიანი მასალითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

შოპინგი Dressup.ge-ზე

ისარგებლეთ ჩვენი "მოირგე" სერვისით თბილისის მასშტაბით. შეუკვეთეთ რამდენიმე მოდელი ან ზომა, მოიზომეთ სახლში და მხოლოდ ის ნივთები დაიტოვეთ, რომლებიც იდეალურად მოგერგებათ.

Dressup.ge-ზე შოპინგი მარტივია, მიტანის სერვისი კი მთელ საქართველოში უფასოა.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
სეზონი
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას