Nuxe Huile Prodigieuse – მრავალფუნქციური საშუალება სახის, სხეულის და თმისთვის, რომელიც ინტენსიურად კვებავს, აღადგენს და იცავს. ხელს უწყობს დეჰიდრატაციის, სიმშრალისა და სტრიების შემცირებას, ხოლო თმას სძენს ელასტიურობასა და ჯანსაღ ბზინვარებას.
უპირატესობები:
• სახე: კვებავს და აღადგენს, ხსნის დეჰიდრატაციის ნიშნებს. ანტიოქსიდანტური მოქმედებით იცავს კანს მავნე ზემოქმედებისა და დაბინძურებისგან. მატებს ბუნებრივ ბზინვარებას ცხიმოვანი ეფექტის გარეშე.
• სხეული: კვებავს და არბილებს, იცავს სიმშრალისგან. აუფერულებს სტრიებს და აფერხებს მათ წარმოქმნას.
• თმა: სძენს ელასტიურობას, აღადგენს ღერის სტრუქტურას მთელ სიგრძეზე, არბილებს და ანიჭებს ჯანსაღ ბზინვარებას.
გამოყენების წესი:
- სახეზე : დაიტანეთ ნაზი წრიული მოძრაობებით ცენტრიდან სახის კონტურებისაკენ დამოუკიდებლად, ან ძირითად კრემთან შერევით.
- ტანზე : დაიტანეთ სხეულზე წრიული მასაჟისებური მოძრაობებით, ასევე შესაძლებელია მისი აბაზანაში დამატებაც.
- თმაზე : დაისხურეთ მცირე რაოდენობით ხელისგულებზე და წაისვით თმის სიგრძეზე ზემოდან ქვემოთ. ინტენსიური ეფექტისათვის გამოიყენეთ როგორც თმის ნიღაბი, კვირაში ერთხელ, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ.
შემადგენლობა:
შეიცავს 100 %-ით ნატურალურ, ცივი დაწურვით მიღებულ მცენარეულ ზეთებს:
- ორგანული სეზამის ზეთი - ანტიოქსიდანტური, მკვებავი, აღმდგენი და დამცავი თვისებებით.
- ორგანული ქლიავის ზეთი - მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, კვებავს და აღადგენს კანს/თმას.
- ტოკოფეროლი (ვიტ. E) - ანტიოქსიდანტური მოქმედებით, იცავს კანს/თმას გარემოს მავნე ზემოქმედებისა და დაბინძურებისაგან.
- არ შეიცავს პარაბენებს, მინერალურ ზეთებს, საღებავებს.
- ბრენდი
- Nuxe
- შტრიხკოდი
- 3264680024993
- ბრენდის ქვეყანა
- საფრანგეთი
- კატეგორია
- სახის მოვლა
- ქვეკატეგორია
- დატენიანება
- ტიპი
- ზეთი
- მოცულობა
- 100 მლ
- ზონა
- სახე