მოირგე - განსაკუთრებული სერვისი Dressup.ge-ზე, რომელიც ონლაინ შეძენის პროცედურას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ!

საიტზე პროდუქციის შეძენა გსურთ, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, თუ რა ზომა მოგერგებათ ან ვერ გადაწყვიტეთ, რომელი მოდელი შეიძინოთ?

ახლა უკვე შეგიძლიათ Dressup.ge-დან გამოიწეროთ ყველა ის პროდუქტი, რომელთა შეძენასაც ფიქრობთ, იქნება ეს სხვადასხვა ზომა თუ მოდელი. თანაც ისე, რომ შერჩეული პროდუქციის თანხას წინასწარ არ იხდით. 

შეკვეთის მოწოდებისას კი ჩვენი კურიერი დაგელოდებათ, სანამ მოირგებთ თითოეულ პროდუქტს და სურვილის შემთხვევაში, შეძლებთ ნებისმიერი ნივთი დააბრუნოთ და მასვე გამოატანოთ უკან.

*შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით.

შეძენის ინსტრუქცია:

1.      შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთები, მაქსიმუმ 5 პროდუქტი. 

2.      განათავსეთ შერჩეული ნივთები კალათში.

3.      გადაიხადეთ ტრანსპორტირების თანხა - 7.95 ლარი. დატოვებული პროდუქტების ღირებულებას იხდით ადგილზე, ბარათით. 

4.      Dressup.ge-ს კურიერი მაქსიმალურად სწრაფად 1-2 სამუშაო დღის მანძილზე სახლში მოგიტანთ შეკვეთას. მანამდე კი, წინასწარ დაგიკავშირდებათ და შეგითანხმებთ მოტანის დროს.

5.      შეკვეთის მიღების შემდეგ შეგიძლიათ, მოიზომოთ ყველა ნივთი და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოდელი არ მოგერგოთ, გამოატანეთ კურიერს უკან.

6.     დატოვებული ნივთების საფასურს გადაუხდით კურიერს, ბარათით. 

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას