ბავშვთა თასი 2024

10 მარტს Dressup.ge-ის მხარდაჭერით, ბაკურიანში საბავშვო სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა U10, U12, U14- ასაკობრივ კატეგორიებში.

კოხტა-გორამ 12 სათხილამურო გუნდის 82 მონაწილეს - აჭარიდან, გუდაურიდან, თბილისიდან და ბაკურიანიდან უმასპინძლა. გამარჯვებულ გუნდს და მონაწილეებს თასი, მედლები და პრიზები გადაეცათ.

თუ სათხილამურო სპორტთან შეხება გქონიათ, გაგონილი გექნებათ სპორტსკოლები: სკი ჰაუსი, რატის სკოლა, კოხტა კუდები, იკი სკი, პოლსპორტი, სკი ნანე, იქსტრიმი, ბასტი, აი სკი და სკი დეპო. 2017 წლიდან ეს სპორტსკოლები საერთო იდეისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის გაერთიანდნენ.

ასოციაციის ძლიერი მხარე მის სათავეში მყოფი საორგანიზაციო გუნდია. ეს ადამიანები ათეულობით წელია ამ სპორტის განვითარების სამსახურში არიან, იციან ყველა პრობლემისა თუ გამოწვევის შესახებ, მიღებული აქვთ საერთაშორისო განათლება ამ სფეროში და რაც მთავარია სრული ენთუზიაზმი და ამ სპორტის სიყვარული ამოძრავებთ.

სამთო-სათხილამურო სპორტი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სპორტად ითვლება. ამ სფეროში ევროპის კონტინენტი მოწინავე და სამაგალითო რეგიონია. საქართველოს, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, აქვს შანსი არ ჩამორჩეს მათ და მსოფლიო რუკაზე გაჩნდეს, როგორც ზამთრის კურორტების მოწინავე ქვეყანა, ჩვენი აღზრდილი მაღალი დონის სპორტსმენები კი ქვეყნის ღირსეულ ელჩებად წარდგნენ მსოფლიო დონის სათხილამურო შეჯიბრებებზე.

Dressup.ge- ისა  და  ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის საერთო მიზანი და განვითარების გეგმა კი შემდეგია:

სპორტსკოლების ტურნირი

• ეტაპების რაოდენობის გაზრდა

• ტურნირის მასშტაბურობის გაზრდა

• ტურნირის საპრიზო ფონდის გაზრდა

ნაკრები

• სტანდარტის შესაბამისი საშეჯიბრო და სავარჯიშო ინვენტარის შეძენა

• ნაკრების რეგულარული მონაწილეობა საქართველოს ჩემპიონატზე

• FIS-ის საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობა

• წლიური სავარჯიშო პროგრამის შექმნა/შესრულება

მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება

ამ მიმართულებით ვგეგმავთ ამ სფეროს ლიდერ საერთაშორის კომპანიებთან „Rookie Academy“

და „Subzero Coaching“-თან უპრეცენდენტო თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში:

• შემუშავდება მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია

• ჩატარდება რეგულარული ტრენინგები და ვორქშოფები ტრენერებისთვის

• შემუშავდება სასწავლო პროგრამები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის

• მოხდება მწვრთნელების საერთაშორის ლიცენზირება

ამ სამი მიმართულების განვითარების შედეგად:

• მოხდება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაცია

• ამაღლდება სათხილამურო სპორტის კულტურა

• საერთაშორისო დონეზე გაიზრდება საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების ცნობადობა

• მომავალ თაობაში გაიზრდება სამთო სათხილამურო სპორტის ინდივიდუალურ სპორტსმენად ჩამოყალიბების მოტივაცია

• მოვამზადებთ საერთაშორისო დონის ნაკრებს 2024 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის სამხრეთ კორეაში და 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის (ბაკურიანი, საქართველო)

• საქართველოს სამთო კურორტები გადაიქცევა ინსტრუქტორების საერთაშორისო სერთიფიცირებისა და გადამზადების რეგიონალურ ცენტრად

"2024 წლის ბავშვთა თასი წარმტებით დავასრულეთ და ჩვენი პარტნიორების დახმარებით შეჯიბრი ყოველ წელს უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, მსგავსი სახის ღონისძიებები აუცილებელი პირობაა სათხილამურო სპორტში მომავალმა სპორცმენებმა საქართველო საერთაშორისო ასპარესზე გაიყვანოს."

ავთო ჯიბლაძე (მთის კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი)

Dressup.ge-ი უკვე მეოთხე წელია ბავშვთა თასის გენერალური სპონსორია და ჩვენი მიზანი სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების ხელშეწყობაა. 

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას