თინათინ ქარქაშაძე ფეხსაცმლის პრემიუმ მიმართულების ბრენდ მენეჯერია. ამ ბლოგში ის უფრო ახლოს გაგვაცნობს მიმართულებას და მოგვიყვება კატეგორიის გამორჩეულ ბრენდებსა და სამომავლო გეგმებზე.

რას მოიცავს ფეხსაცმლის პრემიუმ მიმართულება?

ფეხსაცმლის პრემიუმ მიმართულება და მასში შემავალი ბრენდები, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის მასალითა და შექმნის უნიკალური ტექნიკით გამოირჩევა. კატეგორიაში შემავალი თითოეული ბრენდი ყოველთვის პასუხობს მოდის ტენდენციებს როგორც დიზაინით, ასევე ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით.

რომელი ბრენდები ერთიანდება ფეხსაცმლის პრემიუმ მიმართულებაში?

მიმართულებაში გაერთიანებულია შემდეგი ბრენდები: N21 ; AGL3JuinVic MatieY-3FabiFabio RusconiVittirio Virgili ; ASH ; Doucal'sIcebergMoreschiRaf SimonsAS98 და სხვა მრავალი.

რა გამოარჩევს ამ ბრენდებს?

მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრენდები ერთ კატეგორიაში ერთიანდება, თითოეული მათგანი გამოირჩევა ინდივიდუალიზმის მაღალი ხარისხით. უნიკალური სტილის შეგრძნება და დიზაინი სწორედ ის თვისებაა, რაც ამ ბრენდებს თან აერთიანებს და თან განასხვავებს ერთმანეთისგან. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეული მათგანი გამოირჩევა პრემიუმ ხარისხის მასალებითა და უნიკალური ტექნიკით, რომლითაც მათი პროდუქცია იქმნება. რომ შევაჯამოთ, განსხვავებულობა და მოდის სფეროს განსაკუთრებული სიყვარული ის მახასიათებლებია, რითიც ამ კატეგორიაში შემავალი ბრენდები გამოირჩევა.

რომელ ბრენდს გამოყოფდი და რატომ?

ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებით საყვარელი ბრენდია N21, რომლის დიზაინერსაც, Alessandro Dell’Acqua-ს, ერთ-ერთი წამყავნი ადგილი უჭირავს იტალიური მოდის სცენაზე. მისი ნამუშევრები მკვეთრად ფემინური, ჰარმონიული და დახვეწილია.

ასევე გამოვყოფდი Y-3-ს, რომელიც 2002 წელს ადიდასის კრეატიული დირექტორისა და იოჯი იამამოტოს კოლაბორაციის საფუძველზე შეიქმნა. შედეგად კი მივიღეთ იამამოტოს უნიკალური დიზაინისა და ადიდასის თანამედროვე, სპორტული სტილის საოცარი სინთეზი, რომელიც ვლიდნება ერთდროულად მოდურ და სპორტულ ფეხსაცმლის მოდელებში.

სამომავლო გეგმები

სამომავლოდ ვგეგმავთ პრემიუმ მიმართულების კიდევ უფრო გაფართოებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ უნიკალურ, დახვეწილ, უცხო და პრემიუმ ხარისხის ბრენდს შევთავაზებთ.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას