სამზარეულო თუ სასადილო სივრცე ხშირად სახლის მთავარი შეკრების ადგილია, მნიშვნელოვანია ის ერთდროულად სასიამოვნო და მყუდრო, მეორეს მხრივ კი პრაქტიკულად და კომფორტულად მოწყობილი იყოს. ტექსტილი სამზარეულოს კომფორტში დიდ როლს თამაშობს: კერძების მომზადებისას მუდამ გჭირდება სანდო წინსაფარი, ღუმლის გამოყენებისას - ხარისხიანი თბოგაუმტარი ხელთათმანები, ხოლო სივრცის მოსაწესრიგებლად - გამძლე ტილო.

სამზარეულოს ტექსტილი უნდა იყოს გამძლე რათა ზედაპირები დაზიანებებისგან დაიცვას და, თან ლამაზი, რათა სამზარეულოში ტრიალი სასიამოვნო იყოს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge ევროპული ტექსტილის დიდ არჩევანს გთავაზობს. ჩვენთან აღმოაჩენ ავთენტურ მოდელებს ისეთი მაღალხარისხიანი ბრენდებისგან, როგორც 5Five-ის, Atmosphera-სა და Madam Stoltz.

განაახლე სამზარეულოს ტექსტილი ონლაინ

როცა სტუმრებს იღებ, მაგიდის ლამაზად გაწყობისას სწორი გადასაფარებლის შერჩევა კომპლექსური პროცესია - ერთის მხრივ, გინდა გამძლე ქსოვილი, რომელიც ზედაპირს ეფექტურად დაიცავს და დიდხანს გემსახურება. მეორეს მხრივ კი მაგიდის გადასაფარებელი ლამაზი და ტრენდულიც უნდა იყოს, რათა სივრცეში შენი ინდივიდუალური ხელწერა შეიტანოს.  

ხარისხიანი ჩაის ტილოები და ცხელის ასაღები ხელთათმანები ლანჩისა და სადილის მომზადების პროცესებს ბევრად ამარტივებს, ხოლო ლამაზი დიზაინის ხარისხიანი წინსაფარი უბრალოდ ფუნქციური ატრიბუტი არაა - კარგ ხასიათზე გაყენებს და კერძის მომზადების რუტინას ახალისებს. სამზარეულოში ასევე დიდ როლს თამაშობს ხარისხიანი, გამძლე პირსახოციც - როდესაც კერძს ამზადებ ან სამზარეულოს ალაგებ, ყოველთვის უნდა შეგეძლოს ბოლოს ხელების უცებ გასუფთავება.

მაგიდის სერვირებისას, ლამაზად შერჩეული ქსოვილი ხაზს უსვამს ჭურჭლის ხარისხსაც. ნაჭრის ხელსახოცები და თეფშების დასაფენი ის სამზარეულოს აქსესუარებია, რომელიც მეგობრების უბრალო შეკრებასაც კი ელეგანტურ, დახვეწილ იერს აძლევს და სადღესასწაულო განწყობას ქმნის.

თუ სახლის ინტერიერში მეტი ახალი დეტალის შეტანა გსურს, აუცილებლად გაეცანი ჩვენი ტექსტილის კოლექციას, სადაც სხვადასხვა ოთახისთვის საჭირო ბევრ დეტალს აღმოაჩენ.

ჩვენს პლატფორმაზე შოპინგი ძალინა მარტივი და სწრაფი პროცესია. თუ უკვე იცი რა გჭირდება, მოხერხებული ფილტრების სისტემის დახმარებით ხუთი წუთში იპოვი იმ მასალის, ფორმისა და ფერის ტექსტის, რაც გჭირდება. შეძენილ ნივთებს კი კურიერი მთელი საქართველოს მასშტაბით სრულიად უფასოდ მოგიტანს. დაზოგე დრო და გაამრავალფეროვნე ინტერიერი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
კატეგორიები
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
ენა
ყდა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას