ჭიქის დასადები
საყვარელი სასმელის ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ უფრო სასიამოვნოა, როცა პროცესში ლამაზი ჭურჭელსა და აქსესუარებს იყენებ. ინტერიერის მოწყობისას ხომ სწორედ მცირე აქსესუარები ქმნის ინდივიდუალურ სტილს, სივრცეს შენს ხელწერას ატყობს.
ხარისხიანი ჭიქის დასადები პირველ რიგში ფუნქციური აქსესუარია - ის მაგიდის ზედაპირს სისველისა და მაღალი ტემპერატურისგან იცავს. მაგრამ ამავდროულად, ეს პატარა დეტალი სივრცის დეკორის ნაწილიც შეიძლება იყოს. კიდევ უკეთესი თუ რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი გაქვს, რომ ხასიათის მიხედვით აარჩიო, რომელს გამოიყენებ. ამიტომ ონლაინ მაღაზია Dressup.ge საინტერესო დიზაინის ჭიქის დასადებების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს. ჩვენთან აღმოაჩენ ისეთი ევროპული ბრენდების ავთენტურ პროდუქციას, როგორებიცაა Gentlemen's Hardware, J-Line, Chehoma და Tiseco. აირჩიე ხალასი ფერების დიზაინი იმისთვის რომ უფრო მხიარულად იგრძნო თავი, ან პირიქით - უფრო მინიმალისტური დიზაინი, რომ მეტი სიმშვიდე მოგანიჭოს.
შეიძინე ხარისხიანი და ორიგინალური ჭიქის დასადები ონლაინ
დილის ენერგიული დასაწყისისთვის ან საღამოს მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად, ლამაზად გაფორმებული ჭიქის დასადები პრაქტიკული და ვიზუალურად მიმზიდველი დეტალია. ჩვენს კოლექციაში დაგხვდება სხვადასხვა მასალისა და ფორმის მოდელები, რომლებიც ნებისმიერ დიზაინს იდეალურად ერგება - ბუნებრივი ხე, მინიმალისტური მარმარილო, ფერადი კერამიკა და ა.შ.
როდესაც სტუმრებს უმასპინძლდები სუფრის გაწყობისას, აუცილებელი არაა ჭიქები დასადებებთან სრულ ჰარმონიაში იყოს. პირიქით, კონტრასტი ხშირად უფრო სახალისოც კია. მაგალითად, დაუწყვილე საინტერესო მეტალის ჭიქა ჭრელ კერამიკის დიზაინს, მინიმალისტური დიზაინის თეფშსა და ხასხასა ფერების თეფშის დასადებს. მეორეს მხრივ კი, თუ გსურს სერვირება უფრო ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურებოდეს, შეგიძლია უფრო მინიმალისტურ, ნეიტრალური ფერის მოდელებზე გააკეთო არჩევანი და ყველა დეტალი ერთმანეთს შეუხამო.
ხოლო თუ განსაკუთრებული წვეულებებისთვის სუფრის მოსართავად სხვა აქსესუარებიც გჭირდება, დაათვალიერე ჩვენი ჭურჭლისა & სამზარეულოს კოლექცია. აქ შენი სასადილო თუ სამზარეულო ზონის მოსაწყობად უამრავ საინტერესო ნივთს ნახავ.
ჩვენს ვებსაიტზე შოპინგი მაქსიმალურად მარტივია. მოსახერხებელი ფილტრების დახმარებით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია წუთებში იპოვო იმ დიზაინისა თუ მასალის დასადები, როგორსაც ეძებ. შეძენილ ნივთებს ჩვენი კურიერი მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ პირდაპირ სახლში მოგიტანს.