სივრცეში მეტი სიმწვანის შეტანა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზაა ინტერიერი გაალამაზო და სიცოცხლე შემატო. თუმცა მცენარეების სწორად განლაგება სივრცის დაგეგმვას მოითხოვს. პირველ რიგში, მწვანე კუთხეს ბუნებრივი შუქის სწორი წყარო სჭირდება. და მეორე, უბრალოდ იატაკზე ან ფანჯრის რაფაზე დადგმული ქოთანი ხშირად იკარგება საერთო ფონზე და ინტერიერში იმ როლს ვეღარ ასრულებს, რაც თავდაპირველად ჩაფიქრებული გქონდა.

სპეციალური ქოთნის სადგამების გამოყენება საშუალებას გაძლევს მცენარე ოთახის იმ მონაკვეთში მოათავსო, როგორც თავდაპირველად ჩაიფიქრე. შენი ფავორიტი მწვანე კუთხე თუნდაც პირდაპირ ცენტრში, კუნძულივით შეგიძლია მოაწყო. თუ გსურს, დეკორატიული მცენარეები თვალსაჩინო ადგილას განათავსო, დაათვალიერე მაღალი სადგამების კოლექცია ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე. მეტალის კონსტრუქცია და მინიმალისტური დიზაინი მქონე იდეალურად ერგება ყველა ტიპის ინტერიერის დიზაინს. ნეიტრალური, კლასიკური ფაქტურა სივრცეს გადატვირთვის გარეშე უქმნის ტრენდულ იერს.

შეიძინე ხარისხიანი ქოთნის დასადები ონლაინ

ხარისხიანი ქოთნის სადგამი მხოლოდ დეკორატიული ელემენტი არაა, მას პირველ რიგში მნიშვნელოვანი როლიც აკისრია: იცავს იატაკის ზედაპირს სისველისგან და მცენარის მოვლის პროცესსაც მოსახერხებელს ხდის. რაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ შეუძლია ეფექტური დეკორის ელემენტი გახდეს.

მაღალ ფეხის სადგამების დახმარებით მცენარის ქოთანი მარტივად გახდება ოთახის დიზაინის შესამჩნევი ელემენტი, რამდენიმეს კომბინირებით კი ეფექტური მწვანე ზონის მოწყობა შეგიძლია. ოთახის დიზაინის დაგეგმვისას გაითვალისწინე, რომ სხვადასხვა დონის შექმნა სივრცეს ვიზუალურად ბევრად უფრო დინამიკურს ხდის.

თუ ცოცხალი მცენარეების მოვლის დრო არ გაქვს, მაგრამ მაინც გინდა ოთახში მეტი სიმწვანის შეტანა, შეგიძლია ქოთნის სადგამი დახვეწილი ლარნაკის სადგამად აქციო და მასზე პერიოდულად ახალი თაიგული მოათავსო. ასე ოთახი მუდმივად განახლდება, განსაკუთრებით თუ სხვადასხვა ფერისა და ფორმის ყვავილების თაიგულებს გამოიყენებ.

დამატებითი აღმოჩენებისთვის, შეგიძლია გაეცნო ჩვენი დეკორატიული ავეჯის კოლექციას, სადაც ინტერიერის მოსაწყობად სხვა საჭირო ატრიბუტებსაც აღმოაჩენ.

ჩვენს ვებსაიტზე შოპინგი მაქსიმალურად გამარტივებულია. შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად სულ რამდენიმე წუთში შეიძინო უმაღლესი ხარისხის ქოთნის სადგამი, რომელიც იდეალურად ჩაჯდება შენს ინტერიერში. შენაძენს კი ჩვენი კურიერი მთელი საქართველოს მასშტაბით სრულიად უფასოდ მოგიტანს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
ენა
ყდა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას