ბათინკი & შუზი
კაცის ბათინკი და შუზი ონლაინ
ხარისხიანი მამაკაცის ზამთრის ფეხსაცმელი გარდერობის საბაზისო ელემენტია. ბათინკი და შუზი კი ამ კატეგორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ამ სტილის ფეხსაცმელი ხშირად გულისხმობს მოდელებს შემაღლებული ყელით და სქელი ძირით, რომელთა დანიშნულება ტერფის საიმედო ფიქსაცია და არასტაბილური ამინდისგან დაცვაა. ეს მოდელები სპეციალურად გარდამავალი და ცივი სეზონებისთვისაა შექმნილი, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქსოვილის სიმტკიცე და ნესტისადმი მდგრადობაა. ონლაინ მაღაზია Dressup.ge მომხმარებელს სთავაზობს ათობით ორიგინალ მოდელს მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლებისგან, რომლებიც აქცენტს მასალების გამძლეობასა და ფუნქციურობაზე აკეთებენ, ისე, რომ ფეხსაცმელმა ვიზუალური დახვეწილობა არ დაკარგოს.
კოლექციის ბირთვს მსოფლიოში აღიარებული ბრენდები ქმნიან: Fabi, Sturlini, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Gant, Greyder და ა.შ. თითოეული მოდელი დამზადებულია პრემიუმ ხარისხის მასალებისგან, რაც გარანტირებულ გამძლეობას ნიშნავს.
შეიძინე საუკეთესო მამაკაცის ბათინკები და შუზები ონლაინ Dressup.ge-ზე
ხარისხიანი მამაკაცის ფეხსაცმელი ნებისმიერი ლუქის საფუძველია, ამიტომ კოლექციის შედგენისას, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მასალის ხარისხსა და ფაქტურას. ჩვენს კატალოგში წარმოდგენილი ნატურალური ტყავის ბათინკი საუკეთესო არჩევანია ნესტიანი ამინდებისთვის. ნატურალური ტყავი გამძლე და კომფორტული მასალაა, შედარებით მარტივად მოსავლელია და დროთა განმავლობაში იმის მაგივრად გაცვდეს, მფლობელის ფეხზე ზუსტად ჯდება და კიდევ უკეთესი მოსახმარია.
აღნიშნული კატეგორიის მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, მოდელები სხვადასხვა სტილის სამოსს დაუწყვილო. ჩვენს პლატფორმაზე წარმოდგენილი კაცის ტანსაცმლის კატეგორია მომხმარებელს საშუალებას აძლევს შექმნას როგორც კლასიკური, ისე ორიგინალური კომბინაციები. ბათინკები თანაბრად კარგად ეხამება როგორც კლასიკურ შარვლებსა და მამაკაცის პალტოებს, ისე თავისუფალი სტილის ჯინსებს.
ონლაინ შოპინგის პროცესის მაქსიმალური კომფორტისთვის ჩვენ დავნერგეთ ინოვაციური სერვისი „მოირგე“. თუ არ ხარ დარწმუნებული რომელი მოდელი ან რა ზომა მოგერგება, შეგიძლია 10-მდე სხვადასხვა ნივთი გამოიწერო, რომლებსაც კურიერი თბილისის მასშტაბით მოიტანს. შემდეგ 20 წუთი დაგელოდება, სანამ იზომებ. შენ იტოვებ მხოლოდ იმ ნივთებს, რომლებიც მოგერგება - დანარჩენს კურიერი უკან წაიღებს.