ქუდი
მამაკაცის ქუდი ონლაინ
ქუდს ძალიან ხშირად უყურებენ, როგორც ფუნქციურ ატრიბუტს, მაგრამ რეალურად სწორად შერჩევის შემთხვევაში მას შეუძლია მამაკაცის ინდივიდუალიზმისა და პერსონალური სტილის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გამოხატულება იყოს.
იქნება ეს ცხელი ზაფხულის დღე თუ ზამთრის სუსხიანი დილა, სწორად შერჩეული თავსაბურავი ნებისმიერი ადამიანის იმიჯს უფრო სრულყოფილს და გამორჩეულს ხდის. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს მრავალფეროვანი ავთენტური მოდელებისგან შემდგარ კოლექციას. მოდელისგან შემდგარ კოლექციას. ჩვენთან აღმოაჩენ მსოფლიოში აღიარებული ბრენდების, ისეთების როგორც Lacoste, Tommy Hilfiger, Barbour, Calvin Klein და GANT-ის უახლეს ქუდებს.
შეიძინე პრემიუმ ხარისხის მამაკაცის ქუდები ონლაინ
კოლექციაში მარტივად იპოვი ნებისმიერი სეზონისა თუ სტილის შესაბამის მოდელს. ურბანული, აქტიური დღეებისთვის სპორტული მამაკაცის კეპი ან ტრენდული პანამა საუკეთესო არჩევანია, რომელიც თვალებსაც იცავს და ლუქსაც აცოცხლებს. ცივ სეზონზე კი, როცა კომფორტთან ერთად სითბოს შენარჩუნება პრიორიტეტულია, ხარისხიანი შალის ქუდი გარდერობის შეუცვლელი ატრიბუტი გახდება. ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორი ხარისხის მასალებისგანაა დამზადებული მოდელები: მერინოსის შალი, ორგანული ბამბა, გამძლე ტექსტილი ის ქსოვილებია, რაც უზრუნველყოფს ქუდმა დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს ფორმა და ფერი.
თუმცა ისიც გახსოვდეს, რომ სრულყოფილი იმიჯი ერთი დეტალით არ იქმნება - ლუქის ყველა ელემენტი ერთმანეთს უნდა ერგებოდეს. მაგალითად, ყველაზე ტრენდული კაცის ტანსაცმელი, იქნება ეს კლასიკური პიჯაკი ან სპორტული ზედა შეიძლება დახვეწილად და გემოვნებიანად გამოჩნდეს, თუ მას სწორად შერჩეულ ფეხსაცმელს ან კაცის აქსესუარებს დაუწყვილებ. ისეთი ატრიბუტები, როგორც კლასიკური ქუდი, ფართო თბილი შარფი, ტყავის საფულე ან თუნდაც ყოველდღიური ჩანთა არა მხოლოდ ფუნქციური ნივთებია, არამედ სწორედ ის მცირე შტრიხები, რომლებიც ხალხის თვალში შენს გემოვნებას ხაზს გაუსვამს და უსიტყვოდ გადმოსცემს, ვინ ხარ შენ.
ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე შოპინგი გათვლილია იმაზე, რომ მაქსიმალურად გაგიმარტივოს სასურველი ნივთის პოვნის პროცესი. შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერო კოლექცია და მოხერხებული ფილტრების დახმარებით მარტივად შეარჩიო ზუსტი ფერი თუ ბრენდი. ხოლო თუ ზომაში და თარგში ეჭვი მაინც გეპარება, თბილისის მასშტაბით შეგიძლია ისარგებლო ჩვენი ინოვაციური სერვისით „მოირგე“. გამოიწერე 10-მდე განსხვავებული მოდელი და ზომა, კურიერი შეკვეთას ადგილზე მოგიტანს და 20 წუთი დაგელოდება, სანამ იზომებ. შენ იხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომელსაც გადაწყვეტ დაიტოვო, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.