რომელ ბრენდს გამოყოფდი და რატომ?
ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიაში შემავალ ყველა ბრენდს ახასიათებს რაღაც უნიკალური, თუმცა, ცხადია, შეიძლება რამდენიმე მათგანის გამოყოფა. სკანდინავიური ბრენდებიდან გამოვარჩევდი Selected homme-ს და Selected Femme-ს, რომელიც წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის ხაზს. სკანდინავიური მინიმალიზმით გამორჩეული ელეგანტური სტილი, ამ ბრენდის განსაკუთრებულ ხასიათს უსვამს ხაზს. მაღალი ხარიხის, ბუნებრივი ქსოვილებით შექმნილი სამოსი ნამდვილად კომფორტულს გახდის თქვენს ყოველდღიურობას.
მამაკაცის ხაზიდან, გამოვარჩევდი Only&Sons-ს, რომელიც ორიენტირებულია შექმნას გამორჩეული სტილი, როგორც მინიმალისტური ფერების კომბინაციით, ასევე ექსტრავაგანტური ხასიათით. გარდა ამისა, ბრენდის უპირატესობას წარმოადგენს მაღალი ხარისხის მასალებით შექმნილი მოდელები, რომლის შეძენაც ბიუჯეტურ ფასად არის შესაძლებელი.
რადგან სკანდინავიურ ბრენდებზე უკვე ვისაუბრე, ვეცდები სხვა ძალიან საინტერესო ბრენდებზეც მოგიყვეთ. ერთ-ერთი მათგანია Salsa Jeans - პორტუგალიური ბრენდი, რომელიც მაღალი ხარისხის ჯინსის წარმოებაზეა ორიენტირებული. ბრენდი ფოკუსირებულია შექმნას იდეალური ჯინსი ნებისმიერი ტიპის სხეულისთვის, ამიტომ მომხმარებელს, რომელიც სრულყოფილი ფორმის, დგომისა და ფერის ჯინსს ეძებს, აუცილებლად ვურჩევდი Salsa Jeans-ის კოლექციის დათვალიერებას.