რა გამოარჩევს ამ ბრენდებს?
მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრენდები ერთ კატეგორიაში ერთიანდება, თითოეული მათგანი გამოირჩევა ინდივიდუალიზმის მაღალი ხარისხით. უნიკალური სტილის შეგრძნება და დიზაინი სწორედ ის თვისებაა, რაც ამ ბრენდებს თან აერთიანებს და თან განასხვავებს ერთმანეთისგან. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, თითოეული მათგანი გამოირჩევა პრემიუმ ხარისხის მასალებითა და უნიკალური ტექნიკით, რომლითაც მათი პროდუქცია იქმნება. რომ შევაჯამოთ, განსხვავებულობა და მოდის სფეროს განსაკუთრებული სიყვარული ის მახასიათებლებია, რითიც ამ კატეგორიაში შემავალი ბრენდები გამოირჩევა.
რომელ ბრენდს გამოყოფდი და რატომ?
ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებით საყვარელი ბრენდია N21, რომლის დიზაინერსაც, Alessandro Dell’Acqua-ს, ერთ-ერთი წამყავნი ადგილი უჭირავს იტალიური მოდის სცენაზე. მისი ნამუშევრები მკვეთრად ფემინური, ჰარმონიული და დახვეწილია.
ასევე გამოვყოფდი Y-3-ს, რომელიც 2002 წელს ადიდასის კრეატიული დირექტორისა და იოჯი იამამოტოს კოლაბორაციის საფუძველზე შეიქმნა. შედეგად კი მივიღეთ იამამოტოს უნიკალური დიზაინისა და ადიდასის თანამედროვე, სპორტული სტილის საოცარი სინთეზი, რომელიც ვლიდნება ერთდროულად მოდურ და სპორტულ ფეხსაცმლის მოდელებში.