შეარჩიეთ ქალის ტანსაცმელი ონლაინ

Dressup.ge-ზე ქალის ტანსაცმლის კატეგორიაში თავმოყრილია 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ორიგინალი მოდელი, ნებისმიერი სტილისა და შემთხვევისთვის. 

ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ ხარისხიანი ნივთების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც თქვენს ინდივიდუალობას გაუსვამს ხაზს.

მრავალფეროვანი კოლექცია

აღნიშნული კატალოგი მოიცავს ტანსაცმელს ყველა შემთხვევისთვის. აქ იპოვით როგორც ყოველდღიურ, კომფორტულ მოდელებს, ასევე კლასიკურ სამოსსა და გამოსასვლელ კაბებს

კატეგორიაში დაგხვდებათ:

კაბები და ქვედაბოლოები: ელეგანტური, ყოველდღიური თუ სპორტული სტილის მოდელები.

ზედატანები: ყველა სტილის ზედატანი სხვადასხვა სიტუაციისთვის: ყოველდღიური სადა მაისურები, პერანგები, ბლუზები, და ა.შ.

შარვლები და ჯინსები: ქალის კლასიკური შარვლები, თავისუფალი სტილის მოდელები და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ჯინსები.

თბილი სამოსი: გრილი ამინდებისთვის გვაქვს კომფორტული ჰუდები, ჟაკეტები და სვიტერები.

სხვა მოდელები: კოლექციაში ასევე შედის პიჯაკები, ბოდეები და ქალის კომბინიზონები.

საერთაშორისო ბრენდები ერთ სივრცეში

Dressup.ge-ზე გაერთიანებულია ისეთი ცნობილი ბრენდების კოლექციები, როგორც Lacoste, Tommy Hilfiger, Calvin Klein, Guess, Mavi, Etam, Levi's, G-Star RAW და მრავალი სხვა. 

ჩვენი ონლაინ მაღაზია მუდმივად ახლდება, რათა ყოველთვის შემოგთავაზოთ სეზონის უახლესი ტრენდები და მოდელები.

მარტივი და კომფორტული შოპინგი

Dressup.ge-ზე ქალის ტანსაცმლის ონლაინ შეძენა განსაკუთრებით მარტივია. სტანდარტული მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა

თბილისში კი დამატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ „მოირგე“ სერვისი, რომლის ფარგლებშიც კურიერი სასურველ ნივთებს ადგილზე მოგიტანთ. თქვენ ნივთებს ადგილზე მოიზომებთ, დარწმუნდებით, რომ პროდუქტი მოგერგოთ და საფასურს მას შემდეგ გადაიხდით, რაც რამდენიმე ტანსაცმელს შორის საბოლოო არჩევანს გააკეთებთ.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
შარვლის სიგრძე
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
სეზონი
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას