ყავის მაგიდა
ყავის მაგიდა მისაღები ოთახის დიზაინის ცენტრალური წერტილია. ხშირად სწორედ მის გარშემო იკვრება მთელი ინტერიერის დიზაინი. სწორად შერჩევის შემთხვევაში კი შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილიც შეიძლება გახდეს. შაბათ დილით ამ მაგიდასთან დალევ ფინჯან ყავას, ჩაუჯდები საყვარელ წიგნს ან ტელევიზორს ფილმის საყურებლად. საღამოს კი მეგობრული შეკრების ცენტრად შეიძლება იქცეს.
სწორად შერჩეული მასალა და ფორმა ოთახის ვიზუალს სრულად ცვლის. თუ გსურს შენს მისაღებ ოთახს გამორჩეული შტრიხი შემატო, გაეცანი ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე ყავის მაგიდების არჩევანს. ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ავთენტური მოდელები, ისეთი ევროპული ბრენდებისგან, როგორც Item International, J-Line და Koopman. შეგიძლია შეარჩიო როგორც მოდერნისტული მინიმალისტური მეტალის კონსტრუქცია, ისე კლასიკური ხის დიზაინი, რომელიც ნებისმიერი სტილის დიზაინში კომფროტულად ჯდება.
შეიძინე ხარისხიანი და ყავის მაგიდა ონლაინ
ყავის მაგიდას შეუძლია ინტერიერში ითამაშოს როგორც წმინდა ფუნქციური, ისე სრულფასოვანი დეკორის როლი.
მაგალითად, იმისთვის, რომ სივრცე უფრო ცოცხალი გამოჩნდეს, შეგიძლია ზედ განათავსო ელეგანტური ლარნაკი ახალი ყვავილებით. გვერდით კი მიუდგა ესთეტურ ჩასადებში მოთავსებული არომატული სანთელი ან ჰაერის არომატიზატორი, რომელსაც საღამოს მშვიდი გარემოს შესაქმნელად ანთებ.
ძალიან პოპულარულია ყავის მაგიდაზე ერთი-ორი ლამაზი სამაგიდო ილუსტრირებული წიგნის განთავსებაც. ისინი ერთის მხრივ მაგიდას ვიზუალურ სიმძიმეს უკარგავენ და აქცენტი სხვა დეტალებზე გადააქვს, მეორეს მხრივ კი ერთ-ერთი ყველაზე ესთეტური დეკორატიული ელემენტია, რომელიც პირდაპირ შენს ინდივიდუალურ ინტერესებს, სტილსა თუ ხასიათს უსვამს ხაზს. თუ მოგზაურობა გიზიდავს შეგიძლია აარჩიო ილუსტირებული წიგნი სხვადასხვა ქვეყნებზე, თუ გურმანი ხარ - შენს ინტერესს პირდაპირ გაუსვამს ხაზს ლამაზი რეცეპტების წიგნი, ხოლო თუ ხელოვნების მოყვარული ხარ, სხვადასხვა მხატვრის მაღალი ხარისხის ალბომი საუკეთესო დეკორი იქნება. დამატებითი ინსპირაციისთვის შეგიძლია დაათვალიერო ჩვენი დეკორატიული ავეჯის კოლექცია, სადაც შენი სივრცის გასალამაზებლად კიდევ ბევრ საჭირო ნივთს ნახავ.
ჩვენს პლატფორმაზე შოპინგი მინიმალურ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. სულ რამდენიმე წუთი საკმარისია იმისთვის, რომ შეარჩიო ზუსტად იმ მასალის, ზომისა თუ დიზაინის ყავის მაგიდა, როგორიც შენს ინტერიერში წარმოგიდგენია. შენაძენს კი ჩვენი კურიერი სრულიად საქართველოს მასშტაბით პირდაპირ სახლში მოგიტანს.