კაცის ესპადრილები ონლაინ

ესპადრილი მამაკაცის საზაფხულო ფეხსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. ესპადრილი მსუბუქი ტექსტილის ან რბილი ზამშის ზედაპირითა და მოქნილი ძირით გამოირჩევა. მისი მთავარი დანიშნულება ცხელ ამინდში უზრუნველყოს მაქსიმალური სიგრილე და ჰაერგამტარობა, იმისთვის, რომ ფეხის კანმა სუნთქვა შეძლოს.

ესპადრილის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ყველაზე დახუთულ ცხელ დღეებშიც კი მაქსიმალურად ინარჩუნებს კანის სიმშრალეს და მფლობელს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას აძლევს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge მომხმარებელს სთავაზობს ორიგინალ მოდელების ისეთი ცნობილი ბრენდებისგან, როგორც Tommy Hilfiger, Calvin Klein, Toms, Quiksilver და INCI. თითოეული ნივთი 100% ავთენტურია და მასალების ხარისხით გამოირჩევა. ჩვენი კატალოგის ესპადრილები გათვლილია წლები გემსახუროს, მაშინაც კი თუ ზაფხულში სიცხეს არ უშინდები და ყოველდღე აქტიურად მოძრაობ.

შეიძინე საუკეთესო მამაკაცის ესპადრილები ონლაინ Dressup.ge-ზე

ხარისხიანი მამაკაცის ფეხსაცმელი საზაფხულო გარდერობისთვის პრიორიტეტული ელემენტი უნდა იყოს. წელიწადის ყველაზე ცხელი სეზონი ბევრისთვის ყველაზე არაკომფორტული პერიოდია მოძრაობისთვის, სწორედ იმიტომ აუცილებელია ინვესტიცია ისეთ ფეხსაცმელში, რომლის გათვლაც მაქსიმალურ სიგრილესა და ჰაერგამტარობაზეა. განსაკუთრებით ცხელ პერიოდში შესაძლოა კომფორტული მამაკაცის ბოტასი ან ნაჭრის მამაკაცის კედიც კი ზედმეტად დახუთული იყოს. ასეთ დროს ესპადრილი საუკეთესო ალტერნატივაა ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ესპადრილის კიდევ ერთი დიდი პლიუსი მისი ნეიტრალური დიზაინია. ეს ფეხსაცმელი იდეალურად ერგება ნებისმიერ საზაფხულო იმიჯს. ცხელ დღეებში თავისუფლად შეგიძლია მუქი ფერის ესპადრილით ჩაანაცვლო მამაკაცის კლასიკური ფეხსაცმელი ოფიციალური შეხვედრებისთვის. თუ სმარტ-ქეჟუალ სტილს ანიჭებ უპირატესობას, ესპადრილი საზაფხულოდ ლოფერის საუკეთესო ალტერნატივაა. მთავარია დანარჩენი ლუქი სიტუაციას შეესაბამებოდეს. ჩვენს პლატფორმაზე მამაკაცის ტანსაცმლის დიდი არჩევანია ნებისმიერი სიტუაციისთვის, იქნება ეს ოფისი, სამუშაო შეხვედრა თუ არაფორმალური გარემო: მაგალითად, თუ შეხვედრა გაქვს დაუწყვილე შავი, ელეგანტური ესპადრილები კლასიკურ შარვალსა და გრილ თეთრ პერანგს. ეს თითქმის უნივერსალური ლუქია.

თუ ფეხსაცმლის ონლაინ ყიდვას სკეპტიკურად უყურებ - მარტო არ ხარ. ჩვენი ინოვაციური სერვისი „მოირგეს“ დახმარებით ახლა მოზომება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. შეუკვეთე 10-მდე ნივთი პლატფორმაზე. კურიერი შეკვეთას თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს და 20 წუთი დაგელოდება, სანამ იზომებ. შენ ანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლებსაც იტოვებ - დანარჩენი კურიერს უკან მიაქვს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას