მამაკაცის საფულე ონლაინ

საფულე მამაკაცის სტილის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ატრიბუტია. ეს მცირე, მაგრამ პრაქტიკული აქსესუარი შენი გემოვნებისა და ხასიათის პირდაპირი გამოხატულება შეიძლება გახდეს. მას შეუძლია ყველაზე მოულოდნელ მომენტშიც კი შეუქმნას ადამიანს შენს სტატუსზე მაღალი შთაბეჭდილება - მაგალითად, როდესაც ყავის საფასურს იხდი ან საქმიან შეხვედრაზე სავიზიტო ბარათს იღებ, ხარისხიანი ბრენდული საფულე აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას. ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ს კოლექციებში კი აღმოაჩენ მსოფლიოში აღიარებული ბრენდების 100% ავთენტურ პროდუქციას, რომელიც თანამედროვე მამაკაცის ყველა მოთხოვნას იდეალურად უპასუხებს.

ჩვენს კოლექციებში გავაერთიანეთ ისეთი გლობალურად ცნობილი მოდის სახლები, როგორებიცაა Lacoste, Tommy Hilfiger, BOSS, Michael Kors, Guess და ა.შ. უამრავ მოდელს შორის მარტივად აარჩევ მოდელს, რომელიც ზუსტად ერგება შენი ცხოვრების რიტმს და ყველაზე მეტად გამოგადგება ყოველდღიურობაში - იქნება ეს თხელი და დახვეწილი ბარათების ჩასადები თუ უფრო ტევადი, მრავალგანყოფილებიანი მოდელი.

შეიძინე მამაკაცის საფულეები ონლაინ

მინიმალიზმის მოყვარულებისთვის კომპაქტური ბარათების ჩასადები (Cardholders) იდეალური გადაწყვეტაა, ხოლო ვინც უფრო ტრადიციულ სტილის ანიჭებს უპირატესობას (ან უბრალოდ მეტი ნივთი დააქვს თან), მათ ყურადღება უნდა მიაქციონ ნატურალური ტყავის გამძლე კლასიკურ საფულეებს, ხურდების ჩასაყრელითა და დამატებითი განყოფილებებით. პრემიუმ ხარისხის მასალების წყალობით შერჩეული ნივთი დიდხანს შეინარჩუნებს პირვანდელ ფორმასა და ფაქტურას აქტიური გამოყენების შემთხვევაშიც, და მრავალი წელი გემსახურება.

ვისაც უნდა ერთიანი, ჰარმონიული იმიჯი შეიქმნას, ლუქის მცირე დეტალებიც კი მნიშვნელოვანია. მაგალითად, კლასიკური საფულე იდეალურად ეხამება თანამედროვე სტილის კაცის ჩანთას და დახვეწილ კლასიკურ ქამარს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ სამივე აქსესუარი ერთი ტონის, მაღალხარისხიანი ტყავისგანაა დამზადებული. ჩვენს კატალოგში შეკრებილი პრემიუმ ხაზის კაცის აქსესუარები დაგეხმარება დაამატო იმიჯს საბოლოო შტრიხები, რომელიც შენს ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს და ნებისმიერ გარემოში თავდაჯერებულობას შეგმატებს.

ონლაინ შოპინგი რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს, ისარგებლე ჩვენი ინოვაციური “მოირგე” სერვისით. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირს, თბილისის მასშტაბით, შეგიძლია გამოიწერო 10-მდე სასურველი მოდელი. კურიერი მათ ადგილზე მოგიტანს და დაგელოდება 20 წუთი, სანამ შენ ყველაფერს მოიზომავ. საბოლოოდ, იხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომელთა დატოვებასაც გადაწყვეტ, დანარჩენს კი კურიერი დააბრუნებს..

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას