- ახალი
Contemporary Japanese Architecture. 40th Edt. – იაპონიის თანამედროვე არქიტექტურა დიდი ხანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურად ითვლება, რომელიც ცნობილია თავისი მდგრადობითა და უსაზღვრო კრეატიულობით. შემთხვევითი არ არის, რომ პრიცკერის პრემიის (Pritzker Prize) არანაკლებ რვა ლაურეატი სწორედ იაპონელი არქიტექტორია.
მას შემდეგ, რაც 1970 წლის ოსაკას მსოფლიო გამოფენამ (World Expo ’70) ხაზი გაუსვა თანამედროვე ფორმებს, იაპონია გლობალური არქიტექტურის საკვანძო მოთამაშედ იქცა. ტადაო ანდოს (Tadao Ando) გეომეტრიამ იაპონური ნაგებობები მსოფლიო რუკაზე დასვა და ერთგვარი ხიდი გაადო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მისი ბეტონის შენობების შემდეგ, ისეთმა ფიგურებმა, როგორებიც არიან კენგო კუმა (Kengo Kuma), შიგერუ ბანი (Shigeru Ban) და კაზუიო სეჯიმა (Kazuyo Sejima), საფუძველი ჩაუყარეს უფრო მდგრად და ეკომეგობრულ მიდგომებს. ახალგაზრდა თაობებმა კი ახალი მიმართულებები აირჩიეს, რომლებიც ჰარმონიაშია ბუნებასთან, ტრადიციულ მშენებლობასთან და ფორმების უსასრულო ძიებასთან.
დეტალები:
• წიგნი წარმოადგენს იაპონური არქიტექტურის უახლეს მიღწევებს და ამ უნიკალურ შემოქმედებითობას აკავშირებს ქვეყნის მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვესთან, თანამედროვე ეკონომიკასთან, ხანგრძლივ ისტორიასა და მუდმივ ბუნებრივ კატასტროფებთან (მიწისძვრებთან)
• გამოცემა ნათლად აჩვენებს, რომ ორაზროვნების, მუდმივი ცვლილებებისა და კატასტროფების მიღება არის მთავარი გასაღები იმის გასაგებად, თუ რით განსხვავდება იაპონური არქიტექტურა ევროპულისა თუ ამერიკულისგან
• პოპულარული XL-ზომის წიგნის ბაზაზე შექმნილი ეს ხელმისაწვდომი გამოცემა აერთიანებს 39 არქიტექტორსა და იაპონელი მასტერების 55 გამორჩეულ პროექტს
• წიგნში შეხვდებით ისეთ მასშტაბურ ნამუშევრებს, როგორიცაა ტადაო ანდოს შანხაის პოლითეატრი, შიგერუ ბანის საკონცერტო დარბაზი „La Seine Musicale“, SANAA-ს „Grace Farms“, ფუმიჰიკო მაკის „4 World Trade Center“ და ტაკაში სუოს გაცილებით მცირე ზომის მდგრადი სტომატოლოგიური კლინიკა
• ვრცელი და სიღრმისეული ესე მიმოიხილავს სამშენებლო სცენას მეტაბოლისტების (Metabolists) ეპოქიდან დღემდე, და გვიჩვენებს, თუ როგორ მოუტანა წარსულის, აწმყოსა და მომავლის ურთიერთქმედებამ იაპონურ არქიტექტურას მსოფლიო აღიარება
• გამოცემა: მულტიენოვანი (ტექსტი წარმოდგენილია ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე)
• იდეალური საკოლექციო წიგნია არქიტექტორების, დიზაინერებისა და აზიური კულტურის მოყვარულთათვის
- ავტორი
- Philip Jodidio
- გამომცემლობა
- Taschen
- ISBN
- 9783836595728
- ენა
- ინგლისური, ფრანგული, გერმანული
- ყდა
- მაგარი
- გვერდების რაოდენობა
- 512
- ბრენდი
- New Mags
- ბრენდის ქვეყანა
- დანია
- ფერი
- სხვადასხვა
- ზომა
- 16.5 x 3 x 22.5 სმ/CM
- კატეგორია
- დეკორი
- ქვეკატეგორია
- წიგნი
- წონა
- 1.1