- ახალი
A dream in Red Ferrari – ფერარის (Ferrari) სერიული ავტომობილების 70-წლიანი ისტორიის უპირობო ფოტოგრაფიული დღესასწაული, რომელიც შექმნილია მსოფლიოში წამყვანი Ferrari-ს ფოტოარქივის მიერ. წიგნში ასევე შესულია 150-ზე მეტი ავტომობილის საკვანძო მონაცემები და მათი შექმნის ისტორიები.
მიეცით თავს უფლება, იზეიმოთ „ყალყზე დამდგარი ცხენის“ (Prancing Horse) სიმძლავრე, დიზაინი და სილამაზე ამ თვალწარმტაცი ფოტოების საშუალებით, რომლებიც გადაღებულია Ferrari-ს სპეციალიზებული ფოტოგრაფების, Maggi & Maggi-ს მიერ. გამოცემა აერთიანებს 300-ზე მეტ განსაცვიფრებელ კადრს, რომლებიც ასახავს ბრენდის ისტორიის 150-ზე მეტ მოდელს – 1947 წლის ლეგენდარული 125 S-დან და ეპოქის განმსაზღვრელი 250 GTO-დან დაწყებული, საკულტო F40-ითა და Enzo-თი დასრულებული. ფოტოების გვერდით წარმოდგენილია დეტალური ტექნიკური მახასიათებლები და მომაჯადოებელი ტექსტები თითოეული მოდელის კულისებს მიღმა არსებულ ისტორიებზე, რომლებიც Ferrari-ს ცნობილმა ექსპერტმა, სტიუარტ კოდლინგმა (Stuart Codling) მოამზადა.
დეტალები:
• წიგნში თავმოყრილია მსოფლიოში ყველაზე ლამაზი, მძლავრი და ძვირადღირებული ავტომობილები, რაც ამ ელეგანტურ კოლექციას Ferrari-ს მარადიული მიმზიდველობის საუკეთესო დასტურად აქცევს
• მდიდარია უმაღლესი ხარისხის, პროფესიონალური საარქივო და თანამედროვე ფოტოგრაფიით, რაც სრულად გადმოსცემს იტალიური სუპერქარების ესთეტიკასა და ხასიათს
• მოიცავს ზუსტ და ვრცელ საცნობარო ინფორმაციას, რაც მას ფასდაუდებელ გამოცემად აქცევს ავტოენთუზიასტებისთვის
• იდეალური პრემიუმ საჩუქარია ავტომობილების მოყვარულთათვის, კოლექციონერებისთვის, სარბოლო სპორტის ფანებისა და ესთეტიკური ალბომების (Coffee Table Books) მოყვარულთათვის
- ავტორი
- Stuart Codling
- გამომცემლობა
- Welbeck Publishing
- ISBN
- 9781802794830
- ენა
- ინგლისური
- ყდა
- მაგარი
- გვერდების რაოდენობა
- 320
- ბრენდი
- New Mags
- ბრენდის ქვეყანა
- დანია
- ფერი
- წითელი
- ზომა
- 24 x 3 x 28.5 სმ/CM
- კატეგორია
- დეკორი
- ქვეკატეგორია
- წიგნი
- წონა
- 1.9