რაც უფრო ვარდება ტემპერატურა, მით უფრო მნიშვნელოვანია მზად ვიყოთ ბავშვის სუსხისგან ეფექტურად და კომფორტულად დასაცავად. ხელები ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია, რომელიც სიცივისადმი განსაკუთრებით მოწყვლადია. ბავშვის კანი ბუნებრივად მგრძნობიარეა და მძაფრ ქარს თუ თოვლს უფრო ძლიერად აღიქვამს, ვიდრე ზრდასრულის.

ბავშვის ხელთათმანი ცივ სეზონზე უბრალო აქსესუარი არ არის — ის დაცვა და კომფორტია, რომელიც პატარას აქტიური თამაშის საშუალებას აძლევს მაშინაც კი, როცა გარეთ ძალიან დაბალი ტემპერატურაა. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ბავშვის ხელთათმანების მრავალფეროვან კოლექციას, რომელშიც წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ბრენდების ავთენტური ნაწარმი, როგორებიცაა Jack Wolfskin, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Quiksilver, Name It და Orchestra.

შეიძინე თბილი და გამძლე ბავშვის ხელთათმანი ონლაინ

ჩვენი კოლექცია მოიცავს მოდელებს ნებისმიერი ასაკისთვის — ჩვილისთვის, დაწყებითი კლასების მოსწავლისთვის თუ უკვე თითქმის ზრდასრული მოზარდისთვის. რბილი, ნაქსოვი ზამთრის ხელთათმანები იდეალური არჩევანია ყოველდღიური აქტივობებისთვის, მაგალითად, სკოლაში წასასვლელად ან პარკში სასეირნოდ. ხოლო თუ შენი შვილი განსაკუთრებით აქტიურია და თოვლში თამაში არ აშინებს, აუცილებლად დაგაინტერესებს ბავშვის თოვლის ხელთათმანები Jack Wolfskin-ის ან Quiksilver-ის ხაზიდან — წყალგამძლე, თბილი მოდელები — იდეალურია ცივ ქარში მთელი დღის გასატარებლად.

ხელთათმანი ცივი ამინდის გარდერობის აუცილებელი ნაწილია, მაგრამ პატარას ეფექტურად ვერ დაიცავს, თუ სხვა შესაბამის დეტალებს არ შეუხამე. რასაკვირველია ყველაზე მნიშვნელოვან როლს ბავშვის თბილი ტანსაცმელი თამაშობს — შემოდგომა წარმოუდგენელია ხარისხიანი სვიტრების, ჟაკეტებისა თუ შარვლის ქვეშ ჩასაცმელი ლეგინსების გარეშე. აქსესუარებს შორის ხელთათმანებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის შარფი, რომელიც კისერსა და სახეს ქარისგან და თოვლისგან დაიცავს. მაღალი ხარისხის, მოხერხებული და თბილი ბავშვის ქურთუკი კი ყველაზე მთავარი დეტალია ზამთრის გარდერობში, რომლის გარეშეც ბავშვი სეზონის კომფორტულად გატარებას უბრალოდ ვერ შეძლებს.

ზოგჯერ ონლაინ შოპინგისას რთულია იმის გარკვევა ნამდვილად მოირგებს თუ არა ბავშვი ამა თუ იმ ნივთს. სწორედ მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად შევქმენით ინოვაციური სერვისი „მოირგე". შენ იწერ 10-მდე ნივთს, რომლებსაც კურიერი თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს. კურიერი შემდეგ 20 წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი შეკვეთას მშვიდად მოირგებს. შენ ანაზღაურებ მხოლოდ იმ ხელთათმანების საფასურს, რომელსაც შენი შვილი იტოვებს, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას