კაფსულა გარდერობი ზაფხულისთვის - ყველაფერი, რაც კომფორტული ყოველდღიურობისთვის გვჭირდება

ზაფხულში გარდერობის შერჩევა თითქოს მარტივი უნდა იყოს, თუმცა, რეალურად ხშირად სწორედ ამ სეზონზე გვიჭირს ისეთი ნივთის პოვნა, რომელიც ერთდროულად კომფორტულიც არის, პრაქტიკულიც და სხვადასხვა სიტუაციასაც ერგება. ოფისი, ქალაქში გასეირნება, პიკნიკი, საღამოს ღონისძიება თუ სპექტაკლზე წასვლა - თითოეული განსხვავებულ განწყობასა და სტილს მოითხოვს.

სწორედ აქ გვეხმარება კაფსულა გარდერობი. ალბათ, მოდის ინფლუენსერებისგან ხშირად მოგისმენიათ ეს ტერმინი (Capsule Wardrobe). მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის რამდენიმე კარგად შერჩეული, ერთმანეთთან მარტივად შესახამებელი კომბინაცია, რომლის დახმარებითაც ყოველდღიური ლუქების აწყობა ბევრად სწრაფი და კომფორტულია.

კაფსულა გარდერობის მთავარი იდეა მხოლოდ მინიმალიზმი არ არის. მისი მიზანია, გარდერობში გქონდეთ ისეთი ნივთები, რომლებიც ხშირად გამოგადგებათ, მარტივად მოერგება სხვადასხვა სტილს და დაგიზოგავთ დროს ლუქის შერჩევისას.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ ნივთებს, რომლებიც ზაფხულის კაფსულური გარდერობის შექმნაში დაგეხმარებათ და ყოველდღიურ ჩაცმას უფრო მარტივს, მსუბუქსა და მრავალფეროვანს გახდის.

რატომ არის VANTE საუკეთესო არჩევანი კაფსულა გარდერობისთვის?

VANTE ახალი ფეხსაცმლის ბრენდია, რომელიც ელეგანტურ, კომფორტულ და მარტივად მოსარგებ მოდელებს ქმნის როგორც ყოველდღიური ჩაცმულობისთვის, ისე უფრო დახვეწილი კომბინაციებისთვის. ბრენდის კოლექციები ნატურალური ტყავისგან მზადდება და ქალისა და კაცის მოდელებს აერთიანებს, შესაქმნელად კი სხვადასხვა ქვეყნის შერჩეულ საწარმოებთან თანამშრომლობს.

კაფსულა გარდერობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ფეხსაცმლის შერჩევა, რომელიც სხვადასხვა სტილს, სეზონსა და სიტუაციას მარტივად მოერგება. სწორედ ამიტომ, VANTE იდეალური არჩევანია როგორც ქალის, ისე კაცის გარდერობისთვის.

ბრენდი აერთიანებს ტრენდზე ორიენტირებულ დიზაინს, ხარისხიან მასალებსა და მინიმალისტურ ფორმებს, რომლებიც სხვადასხვა ცხოვრების სტილსა და ასაკობრივ ჯგუფს ბუნებრივად ერგება. სწორად შერჩეული მასალებისა და დამუშავების წყალობით, VANTE-ს ფეხსაცმელი დიდხანს ინარჩუნებს ფორმასა და ვიზუალურ მხარეს.

VANTE მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილი დიზაინისა და გამორჩეული კომფორტის პროდუქტებს ხელმისაწვდომ ფასად, რითაც მოდის საშუალებით თვითგამოხატვას ახალისებს. ნეიტრალური ფერები, კომფორტული სილუეტები და უნივერსალური დიზაინი მას კაფსულა გარდერობის ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ არჩევანად აქცევს.

სწორედ ამიტომ, VANTE-ს წყვილი გარდერობში იმ ნივთებს შორის ხვდება, რომლებსაც ხშირად, მარტივად და დიდი ხნის განმავლობაში ატარებ.

ზაფხულის საოფისე ლუქი

ზაფხულის ქალაქში გატარება, თანაც ოფისში, მარტივი სულაც არ არის. თუმცა, სწორად შერჩეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ყოველდღიურობას მეტად ამარტივებს. სადა თეთრი მაისური ყველაფერს უხდება - შავ ქვედაბოლოსაც და ჯინსსაც. ხოლო დამატებითი კომფორტისთვის, გარდერობში თხელი, თავისუფალი ჯინსის ან შორტის არსებობა აუცილებელია. 

საბოლოოდ კი გადავდივართ ფეხსაცმელზე - ლუქის სრულყოფაში ბალერინა, ლოფერი ან კედი დაგვეხმარება. სადა ბალერინა ლუქს დახვეწილ და ელეგანტურ იერს შესძენს, ხოლო ლოფერი ან კედი მას კლასიკური და თანამედროვე სტილის იდეალურ ბალანსს შემატებს.

პიკნიკი ოჯახის წევრებთან ერთად

პიკნიკი და მეგობრებთან, თუ ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში დროის გატარება ზაფხულის საყვარელი ნაწილია. პიკნიკისთვის ტანსაცმლის შერჩევისას მეტ ყურადღებას კომფორტს მივანიჭებდით, ამიტომ კაფსულური გარდერობის უდიდესი ნაწილი თავისუფალი და სპორტული ტანსაცმელი იქნებოდა. 

ქალის ლუქისთვის მარტივ კომბინაციას ავირჩევდი - სადა თეთრ მაისურს შავ კაპრი ლეგინს შევუხამებდი, ფეხზე კი ბალერინებს, რომლებიც ლუქს უფრო ტრენდულ იერს მიანიჭებს.

კაცის ლუქისთვის კი თეთრი ან შავი მაისური იდეალური არჩევანია, რომელიც მარტივად მოუხდებოდა ნებისმიერ სპორტულ შარვალსა და შორტს: უფრო მეტად თავისუფალ, casual სტილს, თუ სარბენად ან სხვა სპორტული აქტივობისთვის განკუთვნილ მოდელს. ამ ლუქისთვის გამოსადეგი ფეხსაცმელი კი სპორტული კედია, რომელიც მაღალყელიან წინდებთან ერთად თქვენს სპორტულ ლუქს დასრულებულ იერს შესძენდა. 

დახვეწილი საღამო თეატრში

ზაფხულში მრავალფეროვანი აქტივობები ჩვენს ყოველდღიურობას მეტად ახალისებს, ამიტომ  ნებისმიერ აქტივობა - მეგობრებთან ერთად ახალი დადგმის ნახვა, თუ დახვეწილ რესტორანში წასვლა, შესაბამისი ლუქის შერჩევას მოითხოვს. 

ასეთი საღამოებისთვის თხელი კლასიკური ზედა საუკეთესო გადაწყვეტაა, თან ასიმეტრიულ ქვედაბოლოსთან და ასეთივე კლასიკურ, შედარებით მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად თავდაჯერებულ ლუქსაც შექმნის. 

შედარებით ღია, მაღალქუსლიანი სანდალი, შავი, მუქი ბორდოსფერი, თუ თეთრი - თქვენს კაფსულა გარდერობს სრულყოფილებას შესძენს და ნებისმიერი დახვეწილი საღამოსთვისაც მზად იქნებით.

კაფსულა გარდერობისთვის საჭირო მაისურსს, იდეალურად მორგებად ჯინსს, შორტს, სპორტულ ტანსაცმელს და ნებისმიერი სტილის ფეხსაცმელს Dressup.ge-ზე შეიძენ, თან უფასო მიწოდების სერვისით ისარგებლებ  და შენაძენს მაქსიმუმ 1-3 კალენდარულ დღეში მიიღებ. 

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას