პროდუქციის მოვლა

ფეხსაცმლის შეძენის შემდეგ მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მარტივი მოვლის წესები, რათა მას დიდხანს შეუნარჩუნდეს პირვანდელი იერსახე:

  • არ გარეცხოთ ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში;
  • არ გაწმინდოთ/გარეცხოთ ფეხსაცმელი წყლით;
  • დაიცავით ფეხსაცმელი დასველებისა და ტენისგან;
  • შეინახეთ პროდუქცია მზის, სინათლისა და სიცხისგან მოშორებით;
  • არ გააშროთ  პროდუქცია მზეზე, არ მოათავსოთ გამათბობელზე;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დრესაპ ჯგუფში წარმოდგენილი ბრენდების უმრავლესობა იყენებს ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივ საღებავებს, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ წმენდას. ბუნებრივი საღებავით შეღებილი ნაწილები გაწმინდეთ ცალკე (წერტილოვნად), რათა არ მოხდეს საღებავის გადასვლა ფეხსაცმლის სხვა ნაწილებზე;
  • ნებისმიერი ფეხსაცმლის მოვლის საშუალების გამოყენებამდე, გაეცანით მასზე დატანილ ინსტრუქციას.

ნატურალური ტყავი

გამოიყენეთ ტყავის ფეხსაცმლისთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალებები: შესაბამისი ქაფი/სითხე/გელი/შამპუნი. გაწმინდეთ ტყავის საწმენდი ჯაგრისით/ღრუბლით ან გამოიყენეთ მშრალი რბილი ქსოვილი.

ფეხსაცმლის მოვლისთვის/დაცვისთვის რეკომენდირებულია ფეხსაცმლის საცხის/დამატენიანებლის წასმა, რათა ტყავმა შეინარჩუნოს ელასტიურობა. მიზანშეწონილია წყლისგან და მტვრისგან დამცავი სპრეის გამოყენება.

 

ტექსტილი

გამოიყენეთ ტექსტილისთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალებები: შესაბამისი ქაფი/გელი/სითხე და ტექსტილის საწმენდი ნაჭერი/ღრუბელი/ჯაგრისი.

ფეხსაცმლის მოვლისთვის/დაცვისთვის რეკომენდირებულია
წყლისგან და მტვრისგან დამცავი სპრეის გამოყენება.

 

ზამში/ნუბუქი 

გამოიყენეთ ზამშის/ნუბუქისთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალებები: შესაბამისი გამწმენდი ქაფი/სითხე/გელი და ზამშისთვის/ნუბუქისთვის განკუთვნილი ჯაგრისი/ღრუბელი.

ფეხსაცმლის მოვლისთვის/დაცვისთვის რეკომენდებულია ფეხსაცმლის ორთქლის აპარატით გაწმენდა, წყლისგან/მტვრისგან დამცავი სპრეის, ფერის აღმდგენი სპრეის გამოყენება.

ტყავის შემცვლელი

გამოიყენეთ გამწმენდი საშუალებები: შესაბამისი ქაფი/სითხე/გელი/შამპუნი. გაწმინდეთ  რბილი ტყავის საწმენდი ჯაგრისით/ღრუბელით ან გამოიყენეთ მშრალი რბილი ქსოვილი.  

 

ფეხსაცმლის მოვლისთვის/დაცვისთვის რეკომენდირებულია ფეხსაცმლის საცხის/დამატენიანებლის  წასმა, რათა ტყავის შემცვლელმა შეინარჩუნოს ელასტიურობა.

 

ტანსაცმელი

იხელმძღვანელეთ პროდუქციის იარლიყზე დატანილი ინსტრუქციით. ყურადღება მიაქციეთ იარლიყზე დატანილ ნიშნებს, რეცხვის რეჟიმს და ტემპერატურას.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ძირითადი წესების დარღვევის შემთვევაში კომპანია არ არის პასუხისმგებელი ზიანზე.

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მოვლის წესის დარღვევის ან გადახვევის შემთხვევაში პროდუქციამ შესაძლებელია მიიღოს მექანიკური დაზიანება, რაც კომპანიის მხრიდან არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ასევე მექანიკურ დაზიანებას მიეკუთვნება სიარულის მანერისგან გამოწვეული ფეხსაცმლის დაზიანება.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას