წინდა ის დეტალია, რომელზეც იშვიათად ვფიქრობთ, როცა სპორტულ ეკიპირებას ვადგენთ. კომფორტული მაისურისა თუ შარვლის არჩევაზე ხშირად შეიძლება საათები დავხარჯოთ, მაგრამ როცა წინდაზე მიდგება საქმე, ბევრი ჩვენგანი უბრალოდ პირველივეს იღებს რაც ხელში ხვდება. არადა ასეთ მიდგომას ხშირად უსიამოვნო შედეგები მოყვება.

სპეციალური სპორტული წინდა ამ პოტენციურ პრობლემებს ითვალისწინებს: სუნთქვადი მასალებისგან მზადდება, ამიტომ კანი ინტენსიური დატვირთვის დროსაც მშრალი და გრილია, არ იხეხება და წინდაც მყარად ზის ფეხზე. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს სპორტული წინდების მრავალფეროვან არჩევანს ცნობილი სპორტული ბრენდებისგან: Nike, Adidas, Lacoste და ა.შ.

აღმოაჩინე ხარისხიანი ბრენდული სპორტული წინდა ონლაინ

ხარისხიან ბამბის თუ მატყლის წინდაში ფეხი არ ოფლიანობს. მასალა რბილი და კომფორტულია, ქუსლი კი სტანდარტულ მოდელებთან შედარებით ცოტა უფრო სქელი, რათა მკვეთრი მოძრაობისას შექმნილი უკუგების ძალის კომპენსირება შეძლოს. სწორედ ეს დეტალები წყვეტს, თუ შეძლებ კომფორტულად ვარჯიშს ისე, რომ მოძრაობისას არ შეწუხდე.

როგორი ტიპის მოდელი გჭირდება იმაზეა დამოკიდებული, რა ტიპისა და ინტენსივობის ვარჯიშისთვის არჩევ წინდას. სირბილისთვის, მაგალითად, თხელი და მსუბუქი წინდა დაგჭირდება, რომელიც სპეციალურ სარბენ ბოტასში კომფორტულად ჩაჯდება, ჰაერს ატარებს და გრძელ დისტანციაზე მაღალი დატვირთვის დროსაც ფეხს მშრალად ინარჩუნებს.

მთაში ლაშქრობა კი, მაგალითად, უფრო სქელ და გამძლე წინდას მოითხოვს. ამ შემთხვევაში უმჯობესია თუ სუფთა მატყლის მოდელს აარჩევ. ის ფეხს ათბობს, მაგრამ ტენს იწოვს და ხანგრძლივი სიარულის დროსაც კი მშრალად ინარჩუნებს. აუცილებელია წინდა სალაშქრო ფეხსაცმელში კომფორტულად ჯდებოდეს - შესაძლოა მისი სისქის გამო ნახევარი ზომით უფრო დიდი მოდელი დაგჭირდეს. მაგრამ აუცილებელია სპეციალური წინდა და ფეხსაცმელი ერთმანეთს სწორად ეხამებოდეს, რათა რთულ რელიეფზეც ფეხი გადახეხვისა თუ დაჟეჟვისგან დაიცვას.

დარბაზისთვის კი საშუალო სისქის, ფეხზე კარგად მოჭერილი წინდა, რომელიც სპეციალურ სავარჯიშო ფეხსაცმელში მყარად ზის და მკვეთრი მოძრაობის დროსაც არ მოძრაობს, ყველაზე პრაქტიკული არჩევანია.

სპორტული წინდა მხოლოდ ვარჯიშისთვის არაა. ის მახასიათებლები რაც ოპტიმალურია ვარჯიშისთვის - ფეხზე მყარი ჯდომა და სუნქთვადი მასალები -  ყოველდღიური ტარებისთვისაც იდეალურია. აუცილებელი არაა ამგვარი წინდა მხოლოდ სპორტული ფეხსაცმელს დაუწყვილო, მოკლეყელიანი მოდელები ყოველდღიურ კედებშიც მშვენივრად ჩაჯდება

ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ ონლაინ შოპინგი Dressup.ge-ზე მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს. მოქნილი ფილტრაციის სისტემა დაგეხმარება შენი საყვარელი ფიზიკური აქტივობებისთვის ოპტიმალური წინდები სახლიდან გაუსვლელად შეარჩიო. ჩვენი კურიერი კი იზრუნებს იმაზე, რომ შეკვეთა საქართველოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს დროში მიიღო.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას