პერანგი ალბათ ყველაზე უნივერსალური ნივთია მამაკაცის გარდერობში, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გადამრჩენელი აღმოჩნდეს. არ აქვს მნიშვნელობა ძალიან სერიოზულ საქმიან შეხვედრაზე მიდიხარ, უფრო ნახევრად-ოფიციალური სტილი გჭირდება ოფისში თუ მეგობრებთან ერთად თავისუფალ გარემოში აპირებ საღამოს გატარებას, სწორად შერჩეული პერანგი ყველა ამ სიტუაციას მოერგება და, თან, თუ სწორი თარგის ხარისხიან მოდელს შეიძენ, შენს დახვეწილ გემოვნებასაც გაუსვამს ხაზს.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე აღმოაჩენ უამრავ ავთენტურ მოდელს მსოფლიოში ცნობილი ისეთი სახელებისგან, როგორც Lacoste, Tommy Hilfiger, Gant, Guess, Calvin Klein და Barbour.

შეიძინე მამაკაცის პერანგი ონლაინ

ჩვენთან წარმოდგენილია როგორც კლასიკური სადა მოდელები, ისე პრაქტიკული და ტრენდული ე.წ. "Overshirt", რომელსაც გრილ ამინდში მსუბუქი ქურთუკის როლის შეთავსება შეუძლია. ზაფხულის ცხელი დღეებისთვის შეუცვლელია ნატურალური ქსოვილების, როგორიცაა სელი და ბამბა, პერანგები, რადგან ამგვარი მასალა კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ხარისხიანი კაცის ტანსაცმელი სწორედ ქსოვილის გამძლეობითა და თარგის სიზუსტით ფასდება და ჩვენი კატალოგიც მაქსიმალურად იმაზეა გათვლილი, სტილის სიმრავლესთან ერთად ხარისხის მაღალი სტანდარტები შემოგთავაზოს.

სრულყოფილი იმიჯის შესაქმნელად, მნიშვნელოვანია, რომ ლუქი სწორი დეტალებით დააკომპლექტო. თუ ოფიციალურ სტილში იცვამ და თითქმის ყოველდღე კლასიკური კოსტიუმი უნდა მოირგო, აუცილებლად დაგჭირდება სადა, დახვეწილი პერანგი და შესაბამისი კლასიკური ფეხსაცმელი (მაგალითად, მამაკაცის ოქსფორდები ან ლოფერები კაცისთვის). თუმცა, თუ უფრო თავისუფალ ურბანულ სტილს ანიჭებ უპირატესობას, ფლანელის ან ჯინსის პერანგს შეგიძლია შეუხამო კაცის სპორტული ფეხსაცმელი. თან ისიც არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მოწესრიგებული საერთო ლუქის შესაქმნელად შესაბამისი კაცის აქსესუარებიც საჭიროა.

როდესაც საქმე პერანგს ეხება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თარგი შენს აღნაგობას სწორად ერგებოდეს, მხრებზე, ზურგზე თუ წელზე სწორი ფორმით იჯდეს. ამიტომ, თ ონლაინ შოპინგისას ზომაში ან ფიტში (Slim, Regular, Relaxed) ეჭვი გეპარება, ისარგებლე ჩვენი ინოვაციური “მოირგე” სერვისით. თბილისში შეგიძლია გამოიწერო 10-მდე სასურველი ნივთი (ზომა და მოდელი). კურიერი ადგილზე მოგიტანს და დაგელოდება 20 წუთი, სანამ მშვიდად მოიზომებ. შენ იხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლის დატოვებასაც გადაწყვეტ. დანარჩენს კი კურიერი დააბრუნებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას