კედი ის გამორჩეული ფეხსაცმელია, რომელიც ათწლეულების მანძილზე მოდიდან არ გადადის. მარტივი, დახვეწილი სილუეტის გამო ის ყოველთვის ერთდროულად კლასიკურიცაა და ტრენდულიც - შეგიძლია ჩაიცვა როგორც ჯინსთან, ისე დახვეწილ ქვედაბოლოსთან.
ამ უნივერსალურობის გამო, ყოველდღიური კედი დღეს გარდერობის შეუცვლელი ატრიბუტია, რომელიც ყველა ასაკისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანს სჭირდება. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს 100%-ით ავთენტური ყოველდღიური კედების მრავალფეროვან არჩევანს მსოფლიოში ცნობილი საკულტო სპორტული ბრენდებისგან: Nike, Adidas, Converse, Vans, Puma და ა.შ.
შეიძინე ხარისხიანი, კომფორტული და გემოვნებიანი ყოველდღიური კედი ონლაინ
კოლექციაში შევკრიბეთ ის პოპულარული მოდელები, რომლებიც დღეს კედების ეტალონად ითვლება. პლატფორმაზე აღმოაჩენ ადიდასის კედების Samba და Superstar მოდელებს, ნაიკის კედების მეფე Air Force 1-ს და ლეგენდარული კონვერსის კედებს - ტილოს კლასიკას, რომელიც შექმნის დღიდან არ კარგავს აქტუალობას.
ქალის კედი ხშირად უფრო მსუბუქი სილუეტითა და რბილი ფერებით გამოირჩევა. ეს მოდელები მაქსიმალურ უნივერსალურობაზეა გათვლილი - ერგება როგორც ჯინსის შარვალს, ისე თავისუფალი სტილის კაბას. თუ ეძებ წყვილს, რომელიც ფაქტობრივად ყველაფერს შეეხამება, თეთრი კედები ყოველთვის საუკეთესო არჩევანია - მაქსიმალურად მინიმალისტური და ნეიტრალური, ის ნებისმიერი სტილს ადვილად ერგება.
მამაკაცის კედი კი ხშირად უფრო მინიმალისტური ხაზებით იქმნება. ის ყოველდღიურ სამოსს ბუნებრივად ერწყმის, მაგრამ ნეიტრალური დიზაინიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში ჩინოსებსა და ელეგანტურ შარვალსაც შეეხამება. ხოლო თავისუფალი, ყოველდღიური ლუქისთვის სპორტულ ტანსაცმელთან შეხამება თითქმის ყველასთვის უკვე ყველასთვის ავტომატური არჩევანია, როცა არ იციან რა ჩაიცვან - ასეთი ლუქი აკურატულად და ნეიტრალურად გამოიყურება და თითქმის ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციას ერგება.
რადგან ყოველდღიურად ატარებ, კედი ფეხზე იდეალურად უნდა იჯდეს და საშუალება მოგცეს საათების განმავლობაში დისკომფორტის გარეშე იმოძრაო. ჩვენი ვებგვერდის დახმარებით, ბრენდული კედები შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად დატესტო. ჩვენი ინოვაციური სერვისი „მოირგე“ ფარგლებში გამოიწერე 10-მდე მოდელი, რომელსაც კურიერი თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს. კურიერი 20 წუთს დაგელოდება, სანამ შენ ყველაფერს არ მოირგებ და საუკეთესოს არ აარჩევ. საბოლოოდ აანაზღაურებ მხოლოდ იმ მოდელის საფასურს, რომელსაც დაიტოვებ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.