ზოგჯერ სტილი სითბოსა და კომფორტშია. მაშინ, როცა გარეთ ცივა ან უბრალოდ გსურს, რომ რაღაც თბილი მოიხურო, სწორად შერჩეული სვიტერი ან ჟაკეტი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. Dressup.ge-ზე შევკრიბეთ ისეთი ქალის სვიტერები და ჟაკეტები, რომელიც მარტივად ერწყმის შენს გარდერობს და გამოხატავს შენს განწყობას. აქ იპოვი როგორც საბაზისო, ნეიტრალურ მოდელებს, ისე საინტერესო ფაქტურისა და დიზაინის მქონე ნივთებს.
როგორ შევარჩიოთ შესაფერისი სვიტერი და ჟაკეტი
სწორი მოდელის პოვნა შეგრძნებებით იწყება. დაფიქრდი, რა მასალა გიყვარს ყველაზე მეტად. იქნებ ეს რბილი, ნაქსოვი მატერიაა, რომელიც სასიამოვნოა კანზე, თუ მსუბუქი ბამბის სვიტერი, რომელიც არც დაგაცხუნებს და არც შეგაციებს. მასალასთან ერთად, ყურადღება მიაქციე სილუეტს. თავისუფალი სტილის მოდელები იდეალურია ყოველდღიური, მშვიდი სტილისთვის, ხოლო სხეულზე მომდგარი ქალის სვიტერი მარტივად შეგიძლია შეუხამო კლასიკურ შარვალსა თუ ქვედაბოლოს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დეტალები, რომლებიც სამოსს ხასიათს სძენს. მაგალითად, V-ყელიანი მოდელი ლამაზად აჩენს კისერს და საშუალებას გაძლევს, აქცენტი აქსესუარებზე გააკეთო. მაღალყელიანი სვიტერი კი სიცივეში შეუცვლელია. დაათვალიერე ფერები და პრინტები – იქნებ სწორედ ახლა გჭირდება გარდერობში მკვეთრი ფერის დამატება, რომელიც განწყობას აგიმაღლებს.
როგორ მოვირგოთ ჟაკეტი და სვიტერი
ქალის ჟაკეტი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური ნივთია. ჯინსთან და საბაზისო მაისურთან ერთად ის ქმნის მარტივ, მაგრამ დახვეწილ სტილს. თუ უფრო კლასიკური იერსახე გინდა, კაბას ან ქვედაბოლოს შეუხამე. ერთი და იგივე ჟაკეტი შეიძლება სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდეს იმის მიხედვით, თუ რასთან ერთად მოირგებ. ის შენი გარდერობის ნაწილია, რომელიც სტილის შექმნაში გეხმარება.
სვიტერების შემთხვევაში კი შესაძლებლობები უსასრულოა. Oversize მოდელი შეგიძლია ლეგინგსებთან ან ვიწრო ჯინსებთან ერთად ჩაიცვა, თხელი, ნაქსოვი სვიტერი კი პიჯაკის შიგნით მოირგო საოფისე სტილისთვის. მთავარია, შენ თვითონ გრძნობდე თავს კომფორტულად. ყოველი ნივთი, რომელსაც ირჩევ, შენი პირადი სტილის ნაწილი ხდება და მთლიანობაში, ეს ყველაფერი ქმნის ქალის ტანსაცმელის სრულყოფილ კოლექციას შენს გარდერობში.
შოპინგი ონლაინ მარტივი და კომფორტულია
ჩვენი ონლაინ მაღაზია შევქმენით იმისთვის, რომ შენთვის სასურველი ნივთების პოვნა და შეძენა მაქსიმალურად მარტივი იყოს. შეგიძლია გამოიყენო ფილტრები ბრენდის, ზომის, ფერის ან ფასის მიხედვით და ზუსტად ისეთი ქალის ჟაკეტი იპოვო, როგორსაც ეძებ. გვინდა, რომ შოპინგის პროცესი იყოს სასიამოვნო და არა დამღლელი, ამიტომ ვცდილობთ, ყველაფერი მარტივი და გასაგები იყოს.
ვიცით, რომ ზომის ზუსტად შერჩევა ონლაინ ხანდახან რთულია. სწორედ ამიტომ შევქმენით „მოირგე“ სერვისი, რომელიც თბილისის მასშტაბით მოქმედებს. შეგიძლია გამოიწერო რამდენიმე ზომა ან მოდელი, კურიერი მოგიტანს სახლში და დაგელოდება, სანამ მოიზომებ. საბოლოოდ კი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს გადაიხდი, რომლებსაც დაიტოვებ. ასე დარწმუნდები, რომ შენაძენი ნამდვილად მოგერგო და მოგწონს.